საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • ჩვენი წინამძღოლი გამოცდილ მამაკაცებს — როგორც სულითცხებულებს ისე არასულითცხებულებს — ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ნიშნავს კრებებში უხუცესებად. ასეთნაირად სულიწმიდა, რომლის გამოყენების ძალაუფლებაც იეჰოვამ იესოს მისცა, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედამხედველების დანიშვნაში (საქმეები 2:32, 33). უპირველეს ყოვლისა, ეს ზედამხედველები სულიწმიდით შთაგონებულ ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9; 2 პეტრე 1:20, 21). ზედამხედველებისთვის რეკომენდაციის გაწევა და დანიშვნა ლოცვითა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით ხდება. გარდა ამისა, ის მამაკაცები, რომლებსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ცხადყოფენ, რომ სულის ნაყოფს ავლენენ (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ პავლეს რჩევა თანაბრად ეხება ყველა უხუცესს — სულითცხებულს თუ არასულითცხებულს: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ“ (საქმეები 20:28).

  • ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • სინამდვილეში, ჩვენი მიძღვნისა და მონათვლის თანახმად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდის მიერ კრებაში დანიშნული მამაკაცების უფლებამოსილების კანონიერებას ვაღიარებდეთ და მზადყოფნით ვემორჩილებოდეთ მათ. „სულიწმიდის სახელით“ ჩვენი მონათვლა არის სახალხოდ დამოწმება იმისა, რომ ვაღიარებთ სულიწმიდასა და მის როლს იეჰოვას განზრახვების განხორციელებაში (მათე 28:19). ასეთი ნათლობა თავისთავად იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სულიწმიდასთან და არანაირად არ ვუშლით ხელს, რომ ქრისტეს მიმდევრებზე სასიკეთოდ იმოქმედოს. სულიწმიდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უხუცესებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და დანიშვნაში და აქედან გამომდინარე, კრების უხუცესებთან თუ ვერ ვითანამშრომლებდით, განა ვიქნებოდით მართლაც ერთგული ქრისტიანები?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება