-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
როგორ ინიშნებიან უხუცესები და მომსახურეები კრებებში?
ახ. წ. პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს მისწერა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქ. 20:28). დღეს რა როლს ასრულებს წმინდა სული უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნაში?
პირველი, წმინდა სულმა აღძრა ბიბლიის დამწერები, ჩაეწერათ, თუ რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ უხუცესები და მომსახურეები. 1 ტიმოთეს 3:1—7 მუხლებში ჩამოთვლილია 16 მოთხოვნა უხუცესებისთვის. სხვა მოთხოვნები ჩაწერილია ტიტეს 1:5—9-სა და იაკობის 3:17, 18-ში. ხოლო 1 ტიმოთეს 3:8—10, 12, 13-ში ვკითხულობთ მოთხოვნებს მომსახურე ძმებისთვის. მეორე, ისინი, ვინც რეკომენდაციას უწევენ ძმას ან ნიშნავენ, კონკრეტულად ლოცულობენ და იეჰოვას სთხოვენ წმინდა სულს, რომ მან უხელმძღვანელოს იმის დანახვაში, შეესაბამება თუ არა ეს ძმა ბიბლიურ მოთხოვნებს. მესამე, პიროვნება, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ, თავისი ცხოვრებით უნდა ცხადყოფდეს, რომ ნამდვილად ავლენს ღვთის წმინდა სულის ნაყოფს (გალ. 5:22, 23). ასე რომ, ღვთის სული დანიშვნის მთლიან პროცესში დიდ როლს ასრულებს.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
როგორც ყოველთვის „ერთგულ და გონიერ მონას“ უმთავრესი პასუხისმგებლობა აკისრია შინაურების გამოკვების საქმეში (მათ. 24:45—47). ისინი წმინდა სულის დახმარებით იკვლევენ ბიბლიას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრებებს აძლევენ მითითებებს, როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები პრაქტიკულად. ეს კი კრებების ორგანიზებულობას უწყობს ხელს. ერთგული მონა ასევე ნიშნავს სარაიონო ზედამხედველებსა და ფილიალის კომიტეტის წევრებს. ფილიალები კი, თავის მხრივ, ზრუნავენ იმაზე, რომ თავიანთ ტერიტორიაზე დანერგონ ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებული მითითებები. თითოეულ უხუცესთა საბჭოს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ გულდასმით გადახედოს, თუ რამდენად შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს ძმა, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ ღვთის კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად. სარაიონო ზედამხედველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ ყურადღებით განიხილონ უხუცესების მიერ გაწეული რეკომენდაციები, ილოცონ და ისე დანიშნონ შესაფერისი მამაკაცები.
როდესაც გვესმის, როგორ ხდება ძმების დანიშვნები, უფრო მეტად ვხედავთ წმინდა სულის როლს ამ პროცესში. შედეგად უფრო მეტად ვენდობით და პატივს ვცემთ ქრისტიანულ კრებაში დანიშნულ ძმებს (ებრ. 13:7, 17).
-