საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 3/1 გვ. 25
  • ღმერთი ზრდის ალასკაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღმერთი ზრდის ალასკაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • მსგავსი მასალა
  • „გამოიღვიძეთ!“-ის ეფექტურად გამოყენება
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • რამდენჯერმე მცირე მსხვერპლის გაღებამ დიდი კურთხევები მოგვიტანა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მისიონერული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის კურთხეული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • როდესაც ოჯახს თავს ატყდება ქრონიკული დაავადება
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 3/1 გვ. 25

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

ღმერთი ზრდის ალასკაში

თოვლისა და ყინულის საფარქვეშ მოქცეული პაწაწინა თესლი ელის, თუ როდის მიეცემა ზრდის შესაძლებლობა. ალასკაში მოკლე სამთვიანი ზაფხულის განმავლობაში 3 მილიმეტრიანი დიამეტრის მქონე კომბოსტოს თესლი შესაძლოა 40 კილოგრამამდე გაიზარდოს! დიახ, ამ მიწას, რომელზეც ერთ დროს ბევრი ფიქრობდა, რომ მწირი და დამზრალი იყო, უხვი მოსავლის მოცემა შეუძლია.

ეს განსაკუთრებით მართლდება ალასკის სულიერ მინდორთან დაკავშირებით. იქ იეჰოვას მოწმეები ხანგრძლივი ზამთრის მიუხედავად, აგრძელებენ სამეფოს თესლის თესვას. ისევე როგორც დედამიწის სხვა ნაწილებში, იქაც ღმერთი ზრდის თესლს თვინიერ ადამიანთა გულებში (1 კორინთელთა 3:6, 7).

● სკოლის ავტობუსით მგზავრობის დროს, ახალგაზრდა მოწმე, სახელად ვანესა, ამჩნევდა, რომ მისი თანასკოლელი, ენი, ყოველთვის განმარტოებით იჯდა ხოლმე. ენი მოწყენილი ჩანდა, ამიტომ ვანესამ შესთავაზა მის გვერდით დამჯდარიყო. გასაკვირი არ არის, რომ ენი მოწყენილი იყო! დედა გულის შეტევით გარდაეცვალა, მოკლე ხანში კი მამაც დაეღუპა კიბოთი. სწორედ ამის გამო ცხოვრობდა ენი ნათესავებთან ალასკაში.

ერთ შაბათს სამქადაგებლო მსახურების დროს ვანესამ თავის ახალ ნაცნობს შეუარა და დაუტოვა ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ ორშაბათს სკოლაში მისვლისას ენიმ მოძებნა ახალგაზრდა მოწმე. მას ბევრი შეკითხვა ჰქონდა ბიბლიიდან და ვანესამ ყველა მათგანზე უპასუხა. „სადა გაქვთ კრების შეხვედრები?“ — იკითხა მან. იმ საღამოს ენი პირველად დაესწრო კრებას სამეფო დარბაზში.

იესოს დაპირების თანახმად, ამ 17 წლის ობოლმა გოგონამ მალე ბევრი „დედა“ და „მამა“ შეიძინა (მათე 19:29). რა სასიხარულო იყო ბედნიერი და მომღიმარი ენის ხილვა, როდესაც საოლქო კონგრესზე დევიზით: „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“, ის იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა.

● ალასკის ვრცელი არქტიკული რეგიონის მოშორებულ ადგილებში, სადაც სოფლები ასობით კილომეტრითაა ერთმანეთისგან დაშორებული, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ორძრავიანი თვითმფრინავით 150-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში ჩაითესა სამეფოს თესლი. მაგრამ სულიერი ზრდა, რომელიც ბიბლიის რეგულარული შესწავლით არის შესაძლებელი, მთლიანად მიწერ-მოწერაზეა დამოკიდებული. რადგან ბევრისთვის წერილის წერა რთული საქმეა, ბიბლიის მასწავლებელს შემოქმედებითი ნიჭი ესაჭიროება მოწაფეების ინტერესის შესანარჩუნებლად. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

ედნა ქეთის დახმარებით ბიბლიის შესწავლაში წარმატებებს აღწევდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებლები 600 კილომეტრზე მეტი მანძილით იყო ერთმანეთისგან დაშორებული! ნაცვლად იმისა, რომ ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე პუბლიკაციებიდან შეკითხვები პირდაპირ გადმოეწერა, ის შეკითხვებს ცალკე ფურცელზე წერდა და პასუხებისთვის ადგილსაც ტოვებდა. მას შემდეგ, რაც ედნა შეკითხვებს პასუხობდა, ქეთი საპასუხო წერილს საჭიროებისამებრ კომენტარებს ურთავდა, რათა აზრი უფრო ნათლად გამოეკვეთა. ქეთი ყვება: «ჩვენი „შესწავლისთვის“ ოთხშაბათი საღამო გამოვყავი და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბიბლიური შესწავლის დროს, ვცდილობდი არ დამერღვია განრიგი. აგრეთვე ედნას მარკიან კონვერტსაც ვუგზავნიდი, რომელსაც ჩემს მისამართს ვაწერდი. რადგანაც ფოსტას ორი კვირა სჭირდებოდა, წერილობითი შესწავლა ცოტა შენელებულად ჩანდა».

წარმოიდგინე, რა აღფრთოვანებულები იქნებოდნენ ქეთი და ედნა, როცა ათთვიანი წერილობითი შესწავლის შემდეგ, ანკორიჯში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მოწმეები აგრეთვე მოხარულები იყვნენ, რომ კონგრესს ალასკის რამდენიმე ერთმანეთისგან დაშორებული სოფლებიდან მათი დაინტერესებულებიც ესწრებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ზრდა შენელებული ჩანს, ზოგიერთი „ჩითილი“ სწრაფად იზრდება ჭეშმარიტების ნათელის მიშუქებისას. ყოველწლიურად ალასკაში საშუალოდ იეჰოვას ასზე მეტი განმადიდებელი ინათლება. ჩვენ მადლობას ვუხდით იეჰოვას ასეთი ზრდისთვის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება