საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე მათ გასაჭირში
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • პედროს ბუნდოვნად ახსოვს დედა, რომელიც მაშინ მოუკვდა, როდესაც თვითონ სულ რაღაც წლინახევრის თუ იქნებოდა. ხუთი წლის ასაკში ბიჭს მამაც გარდაეცვალა. ასე დაობლდნენ პედრო და მისი ძმები. მამასთან, სანამ მოკვდებოდა, იეჰოვას მოწმეები დადიოდნენ და ამგვარად დაიწყეს მან და მისმა ყველა უფროსმა ძმამ ბიბლიის საშინაო შესწავლა.

      პედრო ჰყვება: „მომდევნო კვირასვე დავიწყეთ კრების შეხვედრებზე დასწრება. ძმებთან ურთიერთობის შედეგად, ვიგრძენით ის სიყვარული, რომელსაც ჩვენდამი ავლენდნენ. კრება თავშესაფარი იყო ჩემთვის, რადგან ძმები და დები ჩემს მიმართ ისეთ სიყვარულსა და სითბოს ავლენდნენ, თითქოს ჩემი მშობლები იყვნენ“. პედრო იხსენებს, თუ როგორ მიიწვია ერთ-ერთმა ქრისტიანმა უხუცესმა სახლში, ისაუბრა და დაისვენა იმ ოჯახთან ერთად. „ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს“, — ამბობს პედრო, რომელმაც ქადაგება 11 წლის ასაკში დაიწყო, 15 წლისა კი მოინათლა. კრების წევრების დახმარებით მისმა უფროსმა ძმებმაც მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ სულიერად.

      განვიხილოთ დევიდის მაგალითიც. მისმა მშობლებმა, როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ, ის და მისი ტყუპისცალი და მიატოვეს. ბავშვები პაპა-ბებიამ და დეიდამ გაზარდეს. „როდესაც წამოვიზარდეთ და მივხვდით, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით, დაუცველობისა და მწუხარების გრძნობამ მოგვიცვა. ვგრძნობდით, რომ რაღაც საყრდენი გვჭირდებოდა. დეიდა იეჰოვას მოწმე გახდა და მისი წყალობით ჩვენც ვეზიარეთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ძმები თბილად და მეგობრულად გვეპყრობოდნენ. ისინი დიდი სიყვარულით გვექცეოდნენ და გვამხნევებდნენ, რომ დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია და იეჰოვასთვის მსახურება განგვეგრძო. დაახლოებით 10 წლის რომ გავხდი, ერთმა სამსახურებრივმა თანაშემწემ საქადაგებლად წამიყვანა. სხვა ძმამ კი კონგრესზე დასასწრებად საჭირო ხარჯების დაფარვაზე იზრუნა. ერთი ძმა იმდენად დამეხმარა, რომ სამეფო დარბაზში შესაწირავის გაღებაც კი შევძელი“.

      დევიდი 17 წლის ასაკში მოინათლა და, მოგვიანებით, მეხიკოში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურებას შეუდგა. ის ახლაც კი აღნიშნავს: „რამდენიმე უხუცესი ძალიან მეხმარება განათლების მიღებაში; ისინი ძალიან პრაქტიკულ რჩევებსაც მაძლევენ. ეს კი დაუცველობისა და სიმარტოვის გრძნობის დაძლევაში მეხმარება“.

  • იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე მათ გასაჭირში
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • ქვრივ-ობლებისთვის დახმარების საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა უხუცესი ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად არის საჭირო ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა ობლების მიმართ, ვიდრე ქვრივების მიმართ. შევნიშნე, რომ ობლები მეტად გრძნობენ თავს უარყოფილად, ვიდრე ის ბავშვები თუ მოზარდები, რომლებსაც ორივე მშობელი ჰყავთ. მათთვის აუცილებელია, ხშირად იგრძნონ ძმური სიყვარული. კარგი იქნება, შეხვედრის შემდეგ მოვძებნოთ ისინი და დავინტერესდეთ, თუ როგორ არიან. ჩვენს კრებაში არის ერთი დაქორწინებული ძმა, რომელიც ობლობაში გაიზარდა. შეხვედრაზე ყოველთვის თბილად ვესალმები, ის კი, როგორც კი დამინახავს, გადამეხვევა ხოლმე. ეს აღრმავებს ჭეშმარიტ ძმურ სიყვარულს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება