საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თეოკრატიული მმართველობა ქრისტიანულ ეპოქაში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • მხარდაჭერა ღვთის ისრაელისთვის

      10. ვინ შეუერთდა ცხებულებს იეჰოვასადმი მსახურებაში ამ უკანასკნელ დღეებში და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?

      10 ათას რვაას ოთხმოცდაოთხ წელს ღვთის ისრაელთან დაკავშირებული ადამიანი თითქმის ყველა ცხებული ქრისტიანი იყო. მაგრამ თანდათანობით სხვა ჯგუფმა იჩინა თავი და 1935 წელს ეს ჯგუფი გამოცხადების მე-7 თავში ‘უამრავ ხალხად’ სცნეს. ესენი, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, წარმოადგენენ იმას, „რაც დედამიწაზეა“ და რის შეკრებასაც იეჰოვა ქრისტეში აპირებს (ეფესელთა 1:10). ესენი ‘სხვა ცხვრებს’ წარმოადგენენ იესოს იგავიდან ფარეხების შესახებ (იოანე 10:16). 1935 წლიდან სხვა ცხვრები იეჰოვას ორგანიზაციაში მიედინებიან. ისინი ‘ღრუბელივით და მტრედებივით მოფრინავენ თავისი სამტრედისკენ’ (ესაია 60:8). რიცხობრივად უამრავი ხალხის ზრდისა და მიწიერი ცხოვრების დასრულების მიზეზით ცხებულთა კლასის შემცირების გამო ქრისტიანულ საქმიანობაში უფრო დიდ როლს გამოცდილი სხვა ცხვრები ასრულებენ. რა მხრივ?

      11. რომელი უპირატესობები მიეცა სხვა ცხვრებს, რომლებითაც თავდაპირველად მხოლოდ ცხებული ქრისტიანები სარგებლობდნენ?

      11 იეჰოვას ძვირფასი თვისებების ფართოდ გამოცხადება ყოველთვის იყო ღვთის ‘წმიდა ერის’ განსაკუთრებული მოვალეობა. ამას პავლე ტაძარში მისატან მსხვერპლად მოიხსენიებდა, ხოლო მათ, ვინც „სამეფო სამღვდელოება“ გახდებოდა, იესომ დავალება დაუტოვა, ექადაგათ და ესწავლებინათ (გამოსვლა 19:5, 6; 1 პეტრე 2:4, 9; მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელთა 13:15, 16). მიუხედავად ამისა, 1932 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) განსაკუთრებით ამხნევებდა მათ, რომლებსაც იონადაბი ასიმბოლოებდა, მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმიანობაში. სინამდვილეში, მრავალი სხვა ცხვარი უკვე ასრულებდა ამას. დღეს სამქადაგებლო მსახურებას, როგორც ‘ღვთისადმი მის ტაძარში წმინდა მსახურების’ ღირსშესანიშნავ ნაწილს, თითქმის მთლიანად სხვა ცხვარი ასრულებს (გამოცხადება 7:15). მსგავსად ამისა, იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორიის ადრინდელ ფაზაში კრების უხუცესები ცხებული ქრისტიანები იყვნენ, ‘ვარსკვლავები’ იესო ქრისტეს მარჯვენა ხელში (გამოცხადება 1:16, 20). მაგრამ 1937 წლის 1-ლი მაისის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) იუწყებოდა, რომ მომზადებულ სხვა ცხვრებს შეეძლოთ თანამშრომელი მსახურები (თავმჯდომარე ზედამხედველები) ყოფილიყვნენ. კრებაში ცხებული მამაკაცების ყოფნის შემთხვევაშიც კი შეიძლება სხვა ცხვრები იყვნენ გამოყენებული, თუ ცხებულებს არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობის აღება. დღეს კრების თითქმის ყველა უხუცესი სხვა ცხვარია.

      12. რომელი ბიბლიური პრეცედენტები არსებობს გამოცდილი სხვა ცხვრებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში მძიმე პასუხისმგებლობებს ტვირთულობენ?

      12 შეცდომა ხომ არ არის სხვა ცხვრებზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობების დაკისრება? არა, ამას საფუძვლად ისტორიული პრეცედენტი უდევს. ძველი დროის ისრაელში მაღალ თანამდებობებს ზოგი უცხოელი ახალმოქცეულიც (მდგმურიც) იკავებდა (მეორე მეფეთა 23:37, 39; იერემია 38:7–9). ბაბილონური გადასახლების შემდეგ შეწირულებს (ტაძარში არაისრაელ მსახურებს) ტაძარში ისეთი მსახურების შესრულების უპირატესობები მიენიჭათ, რომლებიც ადრე მხოლოდ ლევიანებს ეკუთვნოდათ (პირველი ეზრა 8:15–20; ნეემია 7:60). ამასთანავე, მოსემ, რომელიც ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ხილვაში იესოსთან ერთად გამოჩნდა, მიდიანელი ითროს შემოთავაზებული შესანიშნავი რჩევა მიიღო. მოგვიანებით მან სთხოვა ითროს ძეს, ხობაბს, გაძღოლოდათ უდაბნოში (გამოსვლა 18:5, 17–24; რიცხვნი 10:29).

      13. ვისი შესანიშნავი სულისკვეთების გამოვლინებას ბაძავდნენ ცხებულები გამოცდილი სხვა ცხვრებისთვის პასუხისმგებლობების თავმდაბლურად გადაცემით?

      13 უდაბნოში 40 წლის დასასრულისთვის მოსე, რომელმაც იცოდა, რომ აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდოდა, იეჰოვასადმი მემკვიდრის მოვლინებაზე ლოცულობდა (რიცხვნი 27:15–17). იეჰოვამ უთხრა, რომ მთელი ხალხის წინაშე იესო ნავეს ძე აღეჭურვა უფლებებით, რის გაკეთებაც მოსეს არ დაუყოვნებია, თუმცა თვითონ ჯერაც ფიზიკურად ჯანმრთელი იყო და ისრაელისადმი მსახურება მაშინვე არ შეუწყვეტია (მეორე რჯული 3:28; 34:5–7, 9). მსგავსი თავმდაბლური სულისკვეთების გამოვლინებით ცხებულებმა უკვე მიანიჭეს მეტი უპირატესობები სხვა ცხვრების რიგებიდან მოსულ გამოცდილ მამაკაცებს.

      14. რომელი წინასწარმეტყველებები მიუთითებენ ორგანიზაციაში სხვა ცხვრების მზარდ როლზე?

      14 ორგანიზაციაში სხვა ცხვრების მზარდი როლი აგრეთვე წინასწარმეტყველების საკითხია. ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, რომ არაისრაელი ფილისტიმელი იქნება «როგორც ერთი ათასეული [„შეიხი“, აქ] იუდაში» (ზაქარია 9:6, 7). შეიხები ტომების მეთაურები იყვნენ, ამრიგად ზაქარია ამბობდა, რომ ისრაელის მტერი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მიიღებდა და აღთქმულ მიწაზე ტომის მეთაურის მსგავსი გახდებოდა. გარდა ამისა, ღვთის ისრაელისთვის მიმართვისას იეჰოვამ თქვა: „დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ“ (ესაია 61:5, 6). „უცხონი“ და „უცხოთა შვილები“ სხვა ცხვრები არიან. ამათ გადაეცათ პასუხისმგებლობები, რათა უფრო და უფრო მეტი სამუშაო ეტვირთათ, იმ დროს, როცა მოხუცებულ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი გადის თავის მიწიერ სავალს და განაგრძობს მსახურებას, სრული გაგებით, ‘უფლის მღვდლებად ზეცაში’, იეჰოვას სიდიადის ტახტის ირგვლივ მდგომ ‘ჩვენი ღვთის მსახურებად’ (1 კორინთელთა 15:50–57; გამოცხადება 4:4, 9–11; 5:9, 10).

  • თეოკრატიული მმართველობა ქრისტიანულ ეპოქაში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • 18. ა) როგორ მდგომარეობს საქმე ‘ქრისტეში იმის შეკრებასთან დაკავშირებით, რაც ცაშია’? ბ) რის თქმა შეგვიძლია ‘ქრისტეში იმის შეკრებაზე, რაც დედამიწაზეა’?

      18 საქმეების მართვით იეჰოვა უფრო და უფრო ‘კრებს ყოველივეს ქრისტეში’. იმასთან დაკავშირებით „რაც ცაშია“, მისი მიზანი დასასრულს უახლოვდება. ‘კრავის ქორწილისთვის’ ყველა 144 000-ის ზეცაში იესოსთან შეერთება ახლოსაა. აქედან გამომდინარე, ცხებული ძმების მხარდასაჭერად სხვა ცხვრებიდან დიდი ხნის მოწიფულ, ‘დედამიწაზე არსებულის’ წარმომადგენელ, უფრო და უფრო მეტ ძმას ეძლევა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები. რა სულისშემკვრელია ამ დროში ცხოვრება! რა აღმაფრთოვანებელია იმის ხილვა, რომ იეჰოვას განზრახვა დასასრულს უახლოვდება! (ეფესელთა 1:9, 10; 3:10–12; გამოცხადება 14:1, (აფ); 19:7, 9). და რა ძლიერ სასიხარულოა სხვა ცხვრებისთვის ცხებული ძმებისთვის მხარდაჭერის გაწევა, სანამ ორივე ჯგუფი ერთად მსახურობს ‘ერთი მწყემსის ერთ ფარად’ მეფე იესო ქრისტესადმი მორჩილებით და უზენაესი მმართველის, იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად! (იოანე 10:16; ფილიპელთა 2:9–11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება