საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 თებერვალი
    • დასწრება ღირსეულ დამკვირვებლებად

      6. ვის მისცა ღმერთმა უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღების უნიკალური შესაძლებლობა?

      6 უნდა მიიღონ თუ არა უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები იმ ადამიანებმა, რომლებიც სიკეთეს უკეთებენ ქრისტეს 144 000 ძმას? (მათე 25:31—40; გამოცხადება 14:1, სსგ). არა. ღმერთმა ეს უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ სულიწმიდით ცხებულ „ქრისტეს თანამემკვიდრეებს“ მისცა (რომაელთა 8:14—18; 1 იოანე 2:20). მაშ, რა მიზნით ესწრებიან გახსენების საღამოს ისინი, რომლებსაც სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ? (გამოცხადება 21:3, 4). ისინი არ არიან ქრისტეს თანამემკვიდრეები, რომელთაც ზეციერი იმედი აქვთ; ამიტომაც გახსენების საღამოს ესწრებიან, როგორც ღირსეული დამკვირვებლები (რომაელთა 6:3—5).

  • რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 თებერვალი
    • „სხვა ცხვრების“ შეკრება

      9. როგორ მოეფინა ნათელი 1935 წლიდან იმას, თუ ვინ იყო „უამრავი ხალხი“ და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა იმ ქრისტიანთაგან ზოგზე, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებდნენ?

      9 დროთა განმავლობაში იეჰოვას ორგანიზაციამ ქრისტეს ცხებული მიმდევრების გარდა სხვა ჯგუფსაც მიაპყრო ყურადღება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები 30-იანი წლებიდან დაიწყო. მანამდე ღვთის ხალხი გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებულ „უამრავ ხალხს“ მეორეხარისხოვან სულიერ კლასად მიიჩნევდა, რომელიც 144 000 ცხებულთან ერთად იქნებოდა ზეცაში, როგორც ქრისტეს პატარძლის ხელისმომკიდე (ფსალმუნები 44:15, 16; გამოცხადება 7:4; 21:2, 9). მაგრამ 1935 წლის 31 მაისს ვაშინგტონში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე საღვთო წერილის საფუძველზე აიხსნა, რომ „უამრავი ხალხი“ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები „სხვა ცხვრები“ არიან (იოანე 10:16). ამ კონგრესის შემდეგ ზოგმა შეწყვიტა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება, რადგან მიხვდა, რომ დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდა და არა ზეცაში ცხოვრებისა.

      10. როგორ აღწერდით თანამედროვე „სხვა ცხვრების“ იმედსა და ვალდებულებებს?

      10 „სხვა ცხვრების“ შეკრება განსაკუთრებით 1935 წლიდან დაიწყო. მათ სწამთ გამოსყიდვის, საკუთარი თავი მიუძღვნეს ღმერთს და სამეფოს შესახებ ქადაგებაში მხარში უდგანან სულით ცხებულ „მცირე სამწყსოს“ (ლუკა 12:32). „სხვა ცხვრებს“ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხებში ისინი არაფრით განსხვავდებიან სამეფოს მემკვიდრეთა დარჩენილი ნაწილისგან. ძველ ისრაელში მცხოვრებ უცხოტომელთა მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და რჯულს იცავდნენ, დღეს სხვა ცხვრები საკუთარ თავზე იღებენ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებს და სულიერ ისრაელთან ერთად სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (გალატელთა 6:16). მაგრამ, როგორც ძველ ისრაელში ვერც ერთი უცხოტომელი ვერ გახდებოდა მღვდელი ან მეფე, ამის მსგავსად, „სხვა ცხვრებიც“ ვერ იქნებიან ზეციერი სამეფოს მმართველები და მღვდლები (მეორე რჯული 17:15).

      11. რატომ შეიძლება, მონათვლის თარიღს მნიშვნელობა ჰქონდეს იმისთვის, თუ რა იმედი აქვს ქრისტიანს?

      11 ოცდაათიან წლებში თანდათანობით ნათელი გახდა, რომ, მთლიანობაში, ზეციერი კლასი უკვე არჩეული იყო. მას შემდეგ ათეული წლებია, რაც დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვრების“ შეკრება მიმდინარეობს. თუ რომელიმე ცხებული ორგული აღმოჩნდება, მის ადგილს „სხვა ცხვრებიდან“ რომელიმე ქრისტიანი შეავსებს და სავარაუდოა, რომ იეჰოვა ისეთ ადამიანს აირჩევს, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ღმერთს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება