საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთი
    საგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
    • ბერნეტი, სიმონი, ესტონი და ქეილები

      ჯეიკობი, რენე, სქაი და შეინი

      მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთი

      35 წლამდე ასაკის და, რენე, ავსტრალიაში იეჰოვას გულმოდგინე მსახურთა ოჯახში აღიზარდა. იგი გვიამბობს: „ჩვენ ხშირად გადავდიოდით ტერიტორიებზე, სადაც მქადაგებლები მეტად საჭირონი იყვნენ“. რენე დასძენს: „მშობლების წყალობით, ნებისმიერი საქმე სიამოვნებასა და ხალისს მგვრიდა. და, როდესაც თავად შემეძინა ქალ-ვაჟი, მეც მთელი გულით მსურდა, რომ მათაც ასეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონოდათ“.

      რენეს მეუღლეს, 40 წლამდე ასაკის შეინსაც მსგავსი სულიერი მიზნები ჰქონდა. ის გვიყვება: «როცა მეორე შვილი შეგვეძინა, „საგუშაგო კოშკში“ წავიკითხეთ ერთი ოჯახის ისტორია; ეს ოჯახი თავიანთი იახტით საქადაგებლად სამხრეთ-დასავლეთ წყნარ ოკეანეთში, ტონგას კუნძულებზე გადავიდა.a სწორედ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფილიალებისთვის წერილი მიგვეწერა; წერილში ძმებს ვკითხეთ, თუ სად იყო უფრო მეტი მოთხოვნილება სამეფოს მქადაგებლებზე.b პასუხად მათ მოგვწერეს, რომ გადავსულიყავით ტონგაზე — ანუ იმ ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც სტატიიდან შევიტყვეთ».

      ჯეიკობი, რენე, სქაი და შეინი

      ჯეიკობი, რენე, სქაი და შეინი

      რენე, შეინი და მათი ქალ-ვაჟი, ჯეიკობი და სქაი, ტონგაზე ერთი წლის გადასულებიც არ იყვნენ, როცა ქვეყანაში დემონსტრაციები და დაპირისპირებები დაიწყო; ეს სიტუაცია მათ ავსტრალიაში დაბრუნებას აიძულებდა. თუმცა მათ არ დავიწყნიათ ტონგაზე გადასვლის მიზანი. ამიტომაც 2011 წელს გეზი წყნარი ოკეანის პატარა კუნძულისკენ, ნორფოკისკენ აიღეს, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს. საინტერესოა, რა შედეგი გამოიღო მათმა ძალისხმევამ? 14 წლის ჯეიკობი თავის გრძნობებს გვიზიარებს: „იეჰოვა ზრუნავდა კიდეც ჩვენზე და მსახურებასაც გვიხალისებდა“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთი
    საგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
    • ბენჯამინი, ჯეიდი, ბრია და კეროლინი

      ბენჯამინი, ჯეიდი, ბრია და კეროლინი

      ბენჯამინი და კეროლინი სკოლამდელი ასაკის ქალიშვილებთან, ჯეიდთან და ბრიასთან, ერთად 2011 წელს კუინზლენდიდან (ავსტრალია) მსახურების გასაფართოებლად კვლავ აღმოსავლეთ ტიმორში, ინდონეზიის არქიპელაგში შემავალ ტიმორის კუნძულზე მდებარე პატარა ქვეყანაში, გადავიდნენ. ბენი ამბობს: „მე და კეროლინი ადრე აღმოსავლეთ ტიმორში სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით. გასაოცარი მსახურება გვქონდა; და-ძმები მხარში გვედგნენ. იქაურობის დატოვებამ გული დაგვწყვიტა. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ მაინც დავბრუნებულიყავით. როცა ბავშვები შეგვეძინა, არც მაშინ შეგვიცვლია გეგმები; მათი განხორციელება, უბრალოდ, სამომავლოდ გადავდეთ“. კეროლინი ამატებს: „გვსურდა, რომ ჩვენს შვილებს ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ სპეციალურ პიონერებთან, ბეთელელებთან და მისიონერებთან, რათა ჩვენი პატარებისთვის მათ თავიანთი სულიერი მემკვიდრეობა გაეზიარებინათ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება