საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 15 გვ. 40-გვ. 41 აბზ. 6
  • იესო პირველ სასწაულს ახდენს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო პირველ სასწაულს ახდენს
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • მეორე სასწაული კანაში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • „მისი ჟამი არ იყო მოსული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • რას ვსწავლობთ იესოს სასწაულებიდან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 15 გვ. 40-გვ. 41 აბზ. 6
ანაში საქორწილო ნადიმზე იესო მსახურებს ეუბნება, ღვინის ჭურჭლები წლით აავსონ

თავი 15

იესო პირველ სასწაულს ახდენს

იოანე 2:1—12

  • ქორწილი კანაში

  • იესო წყალს ღვინოდ აქცევს

უკვე სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნათანაელი იესოს ერთ-ერთი პირველი მოწაფე გახდა. იესო და მისი რამდენიმე მოწაფე გალილეის ჩრდილოეთით მდებარე მშობლიური მხარისკენ მიმავალ გზას ადგანან. ისინი ქალაქ კანისკენ მიემართებიან; სწორედ ამ ქალაქიდანაა ნათანაელი. კანა მთაზე შეფენილი ქალაქია, რომელიც ნაზარეთიდან, იესოს მშობლიური ქალაქიდან, ჩრდილოეთით მდებარეობს. ახლა იესო თავის მოწაფეებთან ერთად კანაში საქორწილო ნადიმზეა მიწვეული.

მიწვეულთა შორის იესოს დედაცაა. მარიამი, რომელიც ახალშეუღლებულთა ოჯახის ახლო მეგობარია, როგორც ჩანს, სტუმრებს ემსახურება. ამიტომ ის მყისვე ამჩნევს, რომ სუფრას რაღაც აკლია და ამის შესახებ იესოს ატყობინებს: „ღვინო აღარა აქვთ“ (იოანე 2:3).

ამ სიტყვებით მარიამი იესოს მიანიშნებს, რომ რაღაც იღონოს. იმის დასანახვებლად, რომ განსხვავებული აზრი აქვს, იესო იმ დროს გავრცელებულ გამოთქმას იყენებს და ასე მიმართავს დედამისს: „მე და შენ რა გვაქვს საერთო?“ (იოანე 2:4). ამ სიტყვებში იესო იმას გულისხმობს, რომ, როგორც ღვთის ცხებული მეფე, ის ოჯახის წევრებისა და მეგობრების კი არა, მხოლოდ ზეციერი მამის კარნახით უნდა მოქმედებდეს. მარიამი ხვდება იესოს ნათქვამს და ყველაფერს მას ანდობს; შემდეგ მათ, ვინც სუფრას ემსახურება, ეუბნება: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“ (იოანე 2:5).

მასპინძლებს ექვსი დიდი ქვის ჭურჭელი აქვთ; თითოეულში 40 ლიტრზე მეტი წყალი ჩადის. იესო მსახურებს ეუბნება: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭელი“. შემდეგ კი ასეთ მითითებას აძლევს: „ახლა კი ამოიღეთ და თამადას მიართვით“ (იოანე 2:7, 8).

თამადა აქებს ნეფეს იმისთვის, რომ საუკეთესო ღვინით უმასპინძლა სტუმრებს

თამადას იმდენად მოსწონს ღვინო, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავს, თუმცა მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა სასწაული მოხდა მანამ, სანამ ამ ღვინოს სუფრაზე მიიტანდნენ. ის ნეფეს უხმობს და ეუბნება: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“ (იოანე 2:10).

ეს იესოს პირველი სასწაულია. მისი ახალშეძენილი მოწაფეები საკუთარი თვალით ხედავენ ამ სასწაულს და მისადმი რწმენა უმტკიცდებათ. მოგვიანებით იესო დედასთან და ნახევარძმებთან ერთად ქალაქ კაპერნაუმისკენ მიემართება, რომელიც გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

  • რამდენი ხნის დაწყებული აქვს იესოს მსახურება, როდესაც კანაში გამართულ ქორწილზე ეპატიჟებიან?

  • როგორ რეაგირებს იესო დედის ნათქვამზე?

  • რა სასწაულს ახდენს იესო და როგორ რეაგირებენ გარშემომყოფნი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება