-
დღევანდელი შობის ფესვებისაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
-
-
დაახლოებით მეოთხე საუკუნის 50-იანი წლებისთვის ბუზღუნი შემცირდა. ეს როგორ? რაც უფრო მეტი ცრუ ქრისტიანი შეიპარა მორწმუნეთა ჯგუფში, განდგომილებამ მით უფრო იმატა. ეს კი ხელს უწყობდა რომის იმპერიასთან კომპრომისზე წასვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი წიგნი აღნიშნავს: „ეს, უეჭველად, ქრისტიანული პოლიტიკა იყო, რომ გადაეღოთ წარმართული დღესასწაულები, რომლებიც ხალხს ტრადიციებმა შეაყვარა და მათთვის ქრისტიანული მნიშვნელობა მიეცათ“, — აღნიშნავს წიგნი „წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში“. დიახ, დიდ განდგომილებას თავისი შედეგები მოჰქონდა. ეგრეთ წოდებული ქრისტიანების მზადყოფნამ, შეეთვისებინათ წარმართული დღესასწაულები, ახლა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. მალე ქრისტიანებმა შემოიღეს იმდენივე ყოველწლიური დღესასწაული, რამდენიც წარმართებმა. გასაკვირი არაა, რომ შობა მათ შორის პირველი იყო.
-
-
დღევანდელი შობის ფესვებისაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 დეკემბერი
-
-
შობამ მალევე შეითვისა ჩრდილოეთ ევროპული წარმართული მოსავლის აღების დღესასწაულების მრავალი თავისებურებები. მხიარულობა უფრო შემორჩა, ვიდრე ღვთისმოსაობა, რადგანაც მოქეიფენი გაუმაძღრად ჭამდნენ და სვამდნენ. აღვირახსნილობის წინააღმდეგ გამოსვლის ნაცვლად, ეკლესია მას მხარს უჭერდა (შეადარე რომაელთა 13:13; 1 პეტრე 4:3). პაპმა გრეგორ პირველმა ახ. წ. 601 წელს თავის მისიონერს ინგლისში, მელიტეს, მისწერა, რომ „კი არ შეეწყვიტა უძველესი წარმართული დღესასწაულების აღნიშვნა, არამედ ეკლესიის რიტუალებში გამოეყენებინა ისინი, მხოლოდ წარმართული მოტივები ქრისტიანულით შეეცვალათ“. ამას გვაუწყებს არტურ ვიგოლი, რომელიც ერთ დროს ანტიკური ეგვიპტის მთავრობის შემსწავლელი იყო.
-