საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სირიული ფეშიტა — სარკმელი ბიბლიის უძველესი თარგმანების სამზერლად
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
    • მეორე ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ცნობილია, როგორც სინა-სირიული ხელნაწერი. მისი აღმოჩენა უკავშირდება სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ტყუპ დებს. ერთი საინტერესო დეტალი: აგნესას არ ჰქონია უნივერსიტეტის განათლება, მაგრამ ის რვა ენას ფლობდა, მათ შორის სირიულს. 1892 წელს აგნესამ ეგვიპტის წმინდა ეკატერინეს მონასტერში მნიშვნელოვან განძს მიაგნო.

      აქ, ერთ ბნელ საკუჭნაოში, ის სირიულ ხელნაწერს წააწყდა. ის წერს, რომ „ხელნაწერი ერთობ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა და ძალიან ჭუჭყიანი იყო. ფურცლები თითქმის ერთმანეთზე იყო მიწებებული, რადგან არავის გადაეშალა“ საუკუნეების განმავლობაში. ეს ხელნაწერი პალიმფსესტი იყო,a რომელზეც თავდაპირველი ტექსტი გადაუფხეკიათ და სირიულად დაუწერიათ ახალი ტექსტი წმინდანი ქალების შესახებ. მიუხედავად ამისა, აგნესამ ტექსტის ქვეშ შენიშნა გადაფხეკილი ნაწერები, რომელთაც თავზე ეწერა: „მათესი“, „მარკოზისა“ ან „ლუკასი“. მას ხელთ ეპყრა ოთხი სახარების თითქმის სრული სირიული კოდექსი. დღეს სწავლულებს სჯერათ, რომ ეს კოდექსი მე-4 საუკუნის მიწურულს შეიქმნა.

  • სირიული ფეშიტა — სარკმელი ბიბლიის უძველესი თარგმანების სამზერლად
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
  • სირიული ფეშიტა — სარკმელი ბიბლიის უძველესი თარგმანების სამზერლად
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
    • a ბერძნული სიტყვა „პა-ლიმ-ფსე-სტოს“ ნიშნავს ხელახლა დაწერილს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება