-
პანამა ხალხთა შორის გადებული ხიდისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
-
-
ყრუ–მუნჯებთან ქადაგება
პანამაში მცხოვრები ყრუ–მუნჯები მორიდებულები არიან. ზოგჯერ ამ ადამიანებს არა აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. იმის გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მათთან ურთიერთობა, ისინი საზოგადოებისგან თავს გარიყულად გრძნობენ.
ამიტომ აუცილებელი იყო გარკვეული ზომების მიღება, რათა სასიხარულო ცნობას ყრუ–მუნჯებამდეც მიეღწია. სარაიონო ზედამხედველის წახალისებით გულმოდგინე პიონერებმა და სხვა მაუწყებლებმა გადაწყვიტეს, პანამური ჟესტების ენა ესწავლათ. ასეთმა ნაბიჯმა კარგი შედეგები გამოიღო.
2001 წლის დასასრულს პანამაში ჟესტების ენაზე ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეხვედრებს დაახლოებით 20 კაცი ესწრებოდა. რაც უფრო მეტად ხვეწდნენ მაუწყებლები ენას, მით მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ექადაგათ ბევრი ადამიანისთვის, რომლებსაც ბიბლიური ჭეშმარიტება საერთოდ არ ჰქონდათ გაგებული. ბევრმა მოწმემ ყრუ–მუნჯ შვილებთან ერთად დაიწყო შეხვედრებზე სიარული. მათ შენიშნეს, რომ ბავშვები ადვილად ითვისებდნენ ბიბლიურ სწავლებებს და მეტ ენთუზიაზმს ავლენდნენ. ხშირად მშობლები თავად სწავლობდნენ ჟესტების ენას, შვილებთან ურთიერთობა რომ გაადვილებოდათ. ამგვარად მშობლებმა შეძლეს, შვილებს სულიერად დახმარებოდნენ, რამაც ოჯახური კვანძების გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამის კარგი მაგალითია ელსას და მისი ქალიშვილის ირაიდას შემთხვევა.
ერთმა დამ მოინახულა ირაიდა და დაუტოვა ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“b. ირაიდას ძალიან გაუხარდა, როდესაც სურათებზე ახალი ქვეყნიერების ხილვის შესაძლებლობა მიეცა. ამ ბროშურის საშუალებით მოწმეებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ამ ბროშურის დამთავრების შემდეგ მათ შესწავლა ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ განაგრძეს. ირაიდამ სთხოვა დედამისს, დახმარებოდა შესწავლისთვის მომზადებაში და ნასწავლის ახსნაში.
ელსას ორი პრობლემა ჰქონდა: არც ბიბლიური ჭეშმარიტება იცოდა და არც ჟესტების ენა. როგორც ელსასთვის ცნობილი იყო, მას არ უნდა ელაპარაკა ქალიშვილთან ჟესტების ენაზე, ნაცვლად ამისა, თავად შვილს უნდა ესწავლა ლაპარაკი. ამის გამო დედა-შვილს უჭირდა ერთმანეთთან ურთიერთობა. ირაიდას ძალიან უნდოდა, დახმარებოდა შვილს. ამიტომ ერთ მოწმეს სთხოვა, მისთვის ბიბლია ესწავლებინა. ირაიდა ამბობს: „მე ჩემი ქალიშვილის გამო დავიწყე ბიბლიის შესწავლა, რადგან არასდროს მინახავს ის ასეთი ბედნიერი“. ელსამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ჟესტების ენაც ისწავლა. ელსა მეტ დროს უთმობდა ქალიშვილს და ისინი უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ირაიდა სერიოზულად მოეკიდა მეგობრების არჩევის საკითხს და კრების წევრებთან დაიწყო ურთიერთობა. ამჟამად დედა-შვილი რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს. ელსა ცოტა ხნის წინ მოინათლა, ირაიდა კი წინ მიიწევს სულიერად და მიზნად ისახავს ამ ნაბიჯის გადადგმას. ელსა აღნიშნავს, რომ მან უკეთესად გაიცნო თავისი ქალიშვილი. ელსას და მის ქალიშვილს ირაიდას მნიშვნელოვან თემებზე საუბრის შესაძლებლობა აქვთ.
2003 წლის აპრილში ჟესტების ენაზე არსებული ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა დაახლოებით 50 მაუწყებლისგან შედგება. ყოველკვირეულად კი შეხვედრებს უფრო მეტი ადამიანი ესწრება. კრების მესამედი ყრუ-მუნჯია. ჯგუფები ჟესტების ენაზე სამ სხვა ქალაქშიც ჩამოყალიბდა. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა— ყრუ-მუნჯები მოსიყვარულე შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, დაუახლოვდნენ.
-
-
პანამა ხალხთა შორის გადებული ხიდისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
-
-
[სურათი 12 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ჟესტების ენაზე.
[სურათი 12 გვერდზე]
ელსას და მის ქალიშვილს ირაიდას მნიშვნელოვან თემებზე საუბრის შესაძლებლობა აქვთ.
-