პანამა ხალხთა შორის გადებული ხიდი
„მსოფლიოს ხიდი“. ასე უწოდა პანამას ნახევარი საუკუნის წინ ცნობილმა რადიოგადაცემამ. დღეს ამ აზრს მრავალი ადამიანი იზიარებს.
პანამა ასრულებს ხიდის როლს და ერთმანეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. ამავე დროს, ხიდი, რომლითაც ამერიკელები სარგებლობენ, პანამის არხზეა გადებული. ოსტატურად გაყვანილი პანამის არხი გადაჭიმულია პანამის ყელზე და ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. ეს არხი აადვილებს ნაოსნობას — გემები სულ რაღაც რამდენიმე საათში კვეთენ კონტინენტებს, მაშინ როცა სხვა გზით დღეები და კვირეები დასჭირდებოდათ. ნამდვილად, პანამა სწორედ ის „ხიდია“, რომელიც მსოფლიოს დიდ ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან.
„ხიდი“, რომელმაც ადამიანები გააერთიანა
პანამამ ასევე სხვადასხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური ჯგუფის ადამიანი გააერთიანა. როგორც მკვიდრი, ისე სხვადასხვა ეროვნების ხალხი მრავალეროვან მოსახლეობას ქმნის, რომლებიც ამ მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიაზე არიან მიმოფანტულები. და მაინც, შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებმა გადალახონ სოციალური, კულტურული, რელიგიური თუ ენობრივი ბარიერი, და ღვთის სიტყვაში მოცემული ფასდაუდებელი ჭეშმარიტების საფუძველზე გაერთიანდნენ?
დიახ, ეს შესაძლებელია. ეფესოელების 2:17, 18-ში ჩაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები ცხადყოფს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებმაც — იუდეველებმა და სხვა ეროვნების ადამიანებმა — გადალახეს მსგავსი სირთულეები და იესო ქრისტეს მსხვერპლის მიმართ რწმენის გამოვლენით გაერთიანდნენ. პავლემ დაწერა: „ის [იესო] მოვიდა და გაუწყათ სასიხარულო ცნობა მშვიდობის შესახებ თქვენ, შორს მყოფთ, და მშვიდობა ახლოს მყოფთ, რადგან მისი მეშვეობით ჩვენ, ორივე ხალხს, გვაქვს მისასვლელი მამასთან ერთი სულით“.
მსგავსად ამისა, დღეს იეჰოვას მოწმეები პანამაში „სასიხარულო ცნობას მშვიდობის შესახებ“ ქადაგებენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან, რომლებიც შორეული ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები და, რომლებსაც სხვადასხვა რელიგიური მრწამსი აქვთ. ეს კი ხელს უწყობს მათ ერთიანობას, რადგან „მისასვლელი“ აქვთ იეჰოვასთან. შედეგად, პანამაში კრებები ჩამოყალიბდა ექვს სხვადასხვა ენაზე: ესპანურზე, კანტონურზე, პანამური ჟესტების ენაზე, ინგლისურსა და ადგილობრივ მკვიდრთა ორ ენაზე, კერძოდ, კუნა და გუამი ენებზე. რა გამამხნევებელია, რომ ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები იეჰოვას ერთსულოვნად სცემენ თაყვანს!
სირთულეების გადალახვა „კოუმარკაში“
გუამი ენაზე მოლაპარაკე ხალხი პანამის მკვიდრი მოსახლეობის რვა ენობრივი ჯგუფიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია. ეს ჯგუფი დაახლოებით 170 000 ადამიანისგან შედგება. მათგან უმრავლესობა ცხოვრობს ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც ახლახან „კოუმარკად“ ანუ რეზერვაციად იქცა. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიცავს ტყით დაფარულ, უსწორმასწორო მთიან რეგიონებს, სადაც მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა, და ასევე მშვენიერ სანაპიროებს, სადაც ზღვით შეიძლება მისვლა. დასახლებები, ძირითადად, განლაგებულია მდინარეებთან, რომლებიც აადვილებს გადაადგილებას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე. „კოუმარკას“ მოსახლეობის დიდ ნაწილს, მთებში გაშენებული ყავის პლანტაციებში მუშაობის, თევზაობისა და მიწის დამუშავების შედეგად, მცირე შემოსავალი აქვს. ბევრი მათგანი ქრისტიანული ეკლესიის წევრია. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ადგილობრივ მკვიდრთა რელიგიას „მამა ტატას“ მისდევენ. სხვები კი „სუკიას“ ანუ შამანიზმის მიმდევრები არიან. ისინი შამანს მაშინ მიმართავენ, როცა ავად არიან ან ბოროტი სულებისგან გათავისუფლება სურთ. თუმცა უმეტესობა ესპანურად ლაპარაკობს, ყველაზე კარგად გუამი ენა ესმით.
ოკეანის წყლების გადაცურვა და ადამიანების გულებამდე მიღწევა
იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ადამიანებს უბრალოდ ჭეშმარიტება კი არ უნდა გააგებინონ, არამედ მათ გულებსაც უნდა შეეხონ. როდესაც ჭეშმარიტება ადამიანების გულებამდე აღწევს, ეს აუცილებელი ცვლილებების მოხდენისკენ აღძრავს მათ, რათა ბიბლიური პრინციპებით იცხოვრონ. ამ მიზნით რეზერვაციის რვა სხვადასხვა ნაწილში დანიშნული სპეციალური პიონერები ადგილობრივი მოწმეების დახმარებით გუამი ენას სწავლობენ.
ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული 14 კრება იმაზე მოწმობს, რომ აქ მოწმეთა რიცხობრივი ზრდის დიდი პოტენციალია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთი წყვილი დიმასი და ჰიზელა სპეციალურ პიონერებად დაინიშნენ სანაპირო ზოლზე მდებარე ტოუბობეს პატარა კრებაში, რომელიც დაახლოებით 40 მაუწყებლისგან შედგება. მათთვის ადვილი არ იყო ნავით ხშირი მგზავრობა, რათა ატლანტის სანაპიროზე მცხოვრებ თავმდაბალ ადამიანებამდე მიეღწიათ. დიმასი და ჰიზელა არაერთხელ დამდგარან იმ ფაქტის წინაშე, როცა მშვიდი ოკეანის წყლები მოულოდნელად საშიშ ზვირთებად გადაქცეულა. მათ ხშირად ტკიოდათ მხრები და ზურგი ნიჩბების მოსმის გამო, როცა ერთი სოფლიდან მეორეში გადადიოდნენ. დამატებით სირთულეს ქმნიდა ადგილობრივი ენის სწავლა. მაგრამ მათმა მსხვერპლმა და შეუპოვრობამ კარგი შედეგი გამოიღო. 2001 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაახლოებით 552 ადამიანი დაესწრო.
ტოუბობესთან მდებარე ყურეს გადაღმა მდებარეობს სოფელი პუნტა–ესკოუნდედა. გარკვეული დროის მანძილზე მაუწყებელთა პატარა ჯგუფი კარგ ამინდში რეგულარულად გადადიოდა ნავებით ამ ყურეზე, რათა ტოუბობეში შეხვედრებს დასწრებოდნენ. ანგარიშები ცხადყოფდა, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი კრების ჩამოყალიბების დიდი ალბათობა იყო. ამიტომ დიმასის და ჰიზელას სთხოვეს, პუნტა–ესკოუნდედაში გადასულიყვნენ. ორი წელიც არ იყო გასული, როცა პუნტა–ესკოუნდედაში არსებული ჯგუფისგან ჩამოყალიბდა კრება, რომელიც 28 მაუწყებლისგან შედგებოდა. ყოველკვირეულად საჯარო მოხსენებას საშუალოდ 114 ადამიანი ესწრებოდა. 2004 წელს ახალი კრების წევრებმა დიდი სიხარული განიცადეს, როცა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 458 ადამიანი დაესწრო.
კიდევ ერთი სირთულე
წერა–კითხვის სწავლა ბევრ გულწრფელ ადამიანს იეჰოვასთან დაახლოებაში ეხმარება. ამას ადასტურებს „კოუმარკას“ მთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ფერმინას მაგალითი. ქადაგებისას მისიონერებმა შენიშნეს, რომ ერთი ქალი, ფერმინა, დიდი ყურადღებით ისმენდა სასიხარულო ცნობას. როდესაც ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს, ფერმინამ უთხრა, რომ მას მეტის გაგება სურდა. მაგრამ ერთი პრობლემა იყო. ის ესპანურადაც ლაპარაკობდა და გუამი ენაზეც, მაგრამ წერა–კითხვა არ შეეძლო. ერთმა მისიონერმა მას ბროშურის „ისწავლეთ წერა–კითხვა“a შესწავლა შესთავაზა.
ფერმინა ბეჯითი მოსწავლე იყო; ის გულმოდგინედ მეცადინეობდა, ყოველთვის ასრულებდა საშინაო დავალებებს და სიტყვების სწორად წარმოთქმაში ვარჯიშობდა. ერთ წელიწადში მან ისეთ შედეგებს მიაღწია, რომ ბროშურის „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“* შესწავლა დაიწყო. როდესაც კრება ჩამოყალიბდა, ფერმინა შეხვედრებს ესწრებოდა. მისთვის შვილებთან ერთად კრებაზე დასწრება რთული იყო, რადგან სიღარიბის გამო უჭირდა მგზავრობის საფასურის გადახდა. ერთმა პიონერმა გაიგო ფერმინას მდგომარეობის შესახებ და ქალის ტრადიციული კაბების შეკერვა და გაყიდვა შესთავაზა, რაზეც ფერმინა დათანხმდა. გამომუშავებულ თანხას ის პირველ რიგში შეხვედრებზე დასასწრებად იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფული სხვა აუცილებელი საგნებისთვისაც სჭირდებოდა. ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა; ფერმინა კვლავაც წინ მიიწევს სულიერად. მის ოჯახს მხოლოდ ის კი არ ახარებს, რომ წერა–კითხვა ისწავლეს, არამედ ისიც, რომ იეჰოვა გაიცნეს.
ყრუ–მუნჯებთან ქადაგება
პანამაში მცხოვრები ყრუ–მუნჯები მორიდებულები არიან. ზოგჯერ ამ ადამიანებს არა აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. იმის გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მათთან ურთიერთობა, ისინი საზოგადოებისგან თავს გარიყულად გრძნობენ.
ამიტომ აუცილებელი იყო გარკვეული ზომების მიღება, რათა სასიხარულო ცნობას ყრუ–მუნჯებამდეც მიეღწია. სარაიონო ზედამხედველის წახალისებით გულმოდგინე პიონერებმა და სხვა მაუწყებლებმა გადაწყვიტეს, პანამური ჟესტების ენა ესწავლათ. ასეთმა ნაბიჯმა კარგი შედეგები გამოიღო.
2001 წლის დასასრულს პანამაში ჟესტების ენაზე ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეხვედრებს დაახლოებით 20 კაცი ესწრებოდა. რაც უფრო მეტად ხვეწდნენ მაუწყებლები ენას, მით მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ექადაგათ ბევრი ადამიანისთვის, რომლებსაც ბიბლიური ჭეშმარიტება საერთოდ არ ჰქონდათ გაგებული. ბევრმა მოწმემ ყრუ–მუნჯ შვილებთან ერთად დაიწყო შეხვედრებზე სიარული. მათ შენიშნეს, რომ ბავშვები ადვილად ითვისებდნენ ბიბლიურ სწავლებებს და მეტ ენთუზიაზმს ავლენდნენ. ხშირად მშობლები თავად სწავლობდნენ ჟესტების ენას, შვილებთან ურთიერთობა რომ გაადვილებოდათ. ამგვარად მშობლებმა შეძლეს, შვილებს სულიერად დახმარებოდნენ, რამაც ოჯახური კვანძების გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამის კარგი მაგალითია ელსას და მისი ქალიშვილის ირაიდას შემთხვევა.
ერთმა დამ მოინახულა ირაიდა და დაუტოვა ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“b. ირაიდას ძალიან გაუხარდა, როდესაც სურათებზე ახალი ქვეყნიერების ხილვის შესაძლებლობა მიეცა. ამ ბროშურის საშუალებით მოწმეებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ამ ბროშურის დამთავრების შემდეგ მათ შესწავლა ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ განაგრძეს. ირაიდამ სთხოვა დედამისს, დახმარებოდა შესწავლისთვის მომზადებაში და ნასწავლის ახსნაში.
ელსას ორი პრობლემა ჰქონდა: არც ბიბლიური ჭეშმარიტება იცოდა და არც ჟესტების ენა. როგორც ელსასთვის ცნობილი იყო, მას არ უნდა ელაპარაკა ქალიშვილთან ჟესტების ენაზე, ნაცვლად ამისა, თავად შვილს უნდა ესწავლა ლაპარაკი. ამის გამო დედა-შვილს უჭირდა ერთმანეთთან ურთიერთობა. ირაიდას ძალიან უნდოდა, დახმარებოდა შვილს. ამიტომ ერთ მოწმეს სთხოვა, მისთვის ბიბლია ესწავლებინა. ირაიდა ამბობს: „მე ჩემი ქალიშვილის გამო დავიწყე ბიბლიის შესწავლა, რადგან არასდროს მინახავს ის ასეთი ბედნიერი“. ელსამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ჟესტების ენაც ისწავლა. ელსა მეტ დროს უთმობდა ქალიშვილს და ისინი უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ირაიდა სერიოზულად მოეკიდა მეგობრების არჩევის საკითხს და კრების წევრებთან დაიწყო ურთიერთობა. ამჟამად დედა-შვილი რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს. ელსა ცოტა ხნის წინ მოინათლა, ირაიდა კი წინ მიიწევს სულიერად და მიზნად ისახავს ამ ნაბიჯის გადადგმას. ელსა აღნიშნავს, რომ მან უკეთესად გაიცნო თავისი ქალიშვილი. ელსას და მის ქალიშვილს ირაიდას მნიშვნელოვან თემებზე საუბრის შესაძლებლობა აქვთ.
2003 წლის აპრილში ჟესტების ენაზე არსებული ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა დაახლოებით 50 მაუწყებლისგან შედგება. ყოველკვირეულად კი შეხვედრებს უფრო მეტი ადამიანი ესწრება. კრების მესამედი ყრუ-მუნჯია. ჯგუფები ჟესტების ენაზე სამ სხვა ქალაქშიც ჩამოყალიბდა. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა— ყრუ-მუნჯები მოსიყვარულე შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, დაუახლოვდნენ.
მსგავსი შედეგები მთელ პანამაში შეიმჩნევა. თუმცა ამ ქვეყანაში სხვადასხვა კულტურის, ენისა და წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, ბევრი მათგანი ერთსულოვნად სცემს თაყვანს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას. მის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების წყალობით ენობრივი და კულტურული ბარიერი გადაილახა ამ ქვეყანაში, რომელსაც ბევრი „მსოფლიოს ხიდად“ მიიჩნევს (ეფესოელები 4:4).
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[რუკა 8 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პანამა
კარიბის ზღვა
ტოუბობე
წყნარი ოკეანე
პანამის არხი
[სურათი 8 გვერდზე]
კუნა ენაზე მოლაპარაკე ქალები გობელენით ხელში.
[სურათი 9 გვერდზე]
მისიონერი ქადაგებს გუამი ენაზე მოლაპარაკე ქალთან.
[სურათი 10 გვერდზე]
გუამიდან მოწმეები ნავით მიდიან სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე დასასწრებად.
[სურათები 11 გვერდზე]
ბიბლიური ჭეშმარიტების წყალობით პანამაში კულტურული და ენობრივი ბარიერი გადაილახა.
[სურათი 12 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ჟესტების ენაზე.
[სურათი 12 გვერდზე]
ელსას და მის ქალიშვილს ირაიდას მნიშვნელოვან თემებზე საუბრის შესაძლებლობა აქვთ.
[საავტორო უფლებები 8 გვერდზე]
Ship and Kuna women: © William Floyd Holdman/Index Stock Imagery; village: © Timothy O’Keefe/Index Stock Imagery