-
პანამა ხალხთა შორის გადებული ხიდისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
-
-
სირთულეების გადალახვა „კოუმარკაში“
გუამი ენაზე მოლაპარაკე ხალხი პანამის მკვიდრი მოსახლეობის რვა ენობრივი ჯგუფიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია. ეს ჯგუფი დაახლოებით 170 000 ადამიანისგან შედგება. მათგან უმრავლესობა ცხოვრობს ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც ახლახან „კოუმარკად“ ანუ რეზერვაციად იქცა. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიცავს ტყით დაფარულ, უსწორმასწორო მთიან რეგიონებს, სადაც მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა, და ასევე მშვენიერ სანაპიროებს, სადაც ზღვით შეიძლება მისვლა. დასახლებები, ძირითადად, განლაგებულია მდინარეებთან, რომლებიც აადვილებს გადაადგილებას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე. „კოუმარკას“ მოსახლეობის დიდ ნაწილს, მთებში გაშენებული ყავის პლანტაციებში მუშაობის, თევზაობისა და მიწის დამუშავების შედეგად, მცირე შემოსავალი აქვს. ბევრი მათგანი ქრისტიანული ეკლესიის წევრია. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ადგილობრივ მკვიდრთა რელიგიას „მამა ტატას“ მისდევენ. სხვები კი „სუკიას“ ანუ შამანიზმის მიმდევრები არიან. ისინი შამანს მაშინ მიმართავენ, როცა ავად არიან ან ბოროტი სულებისგან გათავისუფლება სურთ. თუმცა უმეტესობა ესპანურად ლაპარაკობს, ყველაზე კარგად გუამი ენა ესმით.
ოკეანის წყლების გადაცურვა და ადამიანების გულებამდე მიღწევა
იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ადამიანებს უბრალოდ ჭეშმარიტება კი არ უნდა გააგებინონ, არამედ მათ გულებსაც უნდა შეეხონ. როდესაც ჭეშმარიტება ადამიანების გულებამდე აღწევს, ეს აუცილებელი ცვლილებების მოხდენისკენ აღძრავს მათ, რათა ბიბლიური პრინციპებით იცხოვრონ. ამ მიზნით რეზერვაციის რვა სხვადასხვა ნაწილში დანიშნული სპეციალური პიონერები ადგილობრივი მოწმეების დახმარებით გუამი ენას სწავლობენ.
ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული 14 კრება იმაზე მოწმობს, რომ აქ მოწმეთა რიცხობრივი ზრდის დიდი პოტენციალია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთი წყვილი დიმასი და ჰიზელა სპეციალურ პიონერებად დაინიშნენ სანაპირო ზოლზე მდებარე ტოუბობეს პატარა კრებაში, რომელიც დაახლოებით 40 მაუწყებლისგან შედგება. მათთვის ადვილი არ იყო ნავით ხშირი მგზავრობა, რათა ატლანტის სანაპიროზე მცხოვრებ თავმდაბალ ადამიანებამდე მიეღწიათ. დიმასი და ჰიზელა არაერთხელ დამდგარან იმ ფაქტის წინაშე, როცა მშვიდი ოკეანის წყლები მოულოდნელად საშიშ ზვირთებად გადაქცეულა. მათ ხშირად ტკიოდათ მხრები და ზურგი ნიჩბების მოსმის გამო, როცა ერთი სოფლიდან მეორეში გადადიოდნენ. დამატებით სირთულეს ქმნიდა ადგილობრივი ენის სწავლა. მაგრამ მათმა მსხვერპლმა და შეუპოვრობამ კარგი შედეგი გამოიღო. 2001 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაახლოებით 552 ადამიანი დაესწრო.
ტოუბობესთან მდებარე ყურეს გადაღმა მდებარეობს სოფელი პუნტა–ესკოუნდედა. გარკვეული დროის მანძილზე მაუწყებელთა პატარა ჯგუფი კარგ ამინდში რეგულარულად გადადიოდა ნავებით ამ ყურეზე, რათა ტოუბობეში შეხვედრებს დასწრებოდნენ. ანგარიშები ცხადყოფდა, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი კრების ჩამოყალიბების დიდი ალბათობა იყო. ამიტომ დიმასის და ჰიზელას სთხოვეს, პუნტა–ესკოუნდედაში გადასულიყვნენ. ორი წელიც არ იყო გასული, როცა პუნტა–ესკოუნდედაში არსებული ჯგუფისგან ჩამოყალიბდა კრება, რომელიც 28 მაუწყებლისგან შედგებოდა. ყოველკვირეულად საჯარო მოხსენებას საშუალოდ 114 ადამიანი ესწრებოდა. 2004 წელს ახალი კრების წევრებმა დიდი სიხარული განიცადეს, როცა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 458 ადამიანი დაესწრო.
კიდევ ერთი სირთულე
წერა–კითხვის სწავლა ბევრ გულწრფელ ადამიანს იეჰოვასთან დაახლოებაში ეხმარება. ამას ადასტურებს „კოუმარკას“ მთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ფერმინას მაგალითი. ქადაგებისას მისიონერებმა შენიშნეს, რომ ერთი ქალი, ფერმინა, დიდი ყურადღებით ისმენდა სასიხარულო ცნობას. როდესაც ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს, ფერმინამ უთხრა, რომ მას მეტის გაგება სურდა. მაგრამ ერთი პრობლემა იყო. ის ესპანურადაც ლაპარაკობდა და გუამი ენაზეც, მაგრამ წერა–კითხვა არ შეეძლო. ერთმა მისიონერმა მას ბროშურის „ისწავლეთ წერა–კითხვა“a შესწავლა შესთავაზა.
ფერმინა ბეჯითი მოსწავლე იყო; ის გულმოდგინედ მეცადინეობდა, ყოველთვის ასრულებდა საშინაო დავალებებს და სიტყვების სწორად წარმოთქმაში ვარჯიშობდა. ერთ წელიწადში მან ისეთ შედეგებს მიაღწია, რომ ბროშურის „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“* შესწავლა დაიწყო. როდესაც კრება ჩამოყალიბდა, ფერმინა შეხვედრებს ესწრებოდა. მისთვის შვილებთან ერთად კრებაზე დასწრება რთული იყო, რადგან სიღარიბის გამო უჭირდა მგზავრობის საფასურის გადახდა. ერთმა პიონერმა გაიგო ფერმინას მდგომარეობის შესახებ და ქალის ტრადიციული კაბების შეკერვა და გაყიდვა შესთავაზა, რაზეც ფერმინა დათანხმდა. გამომუშავებულ თანხას ის პირველ რიგში შეხვედრებზე დასასწრებად იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფული სხვა აუცილებელი საგნებისთვისაც სჭირდებოდა. ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა; ფერმინა კვლავაც წინ მიიწევს სულიერად. მის ოჯახს მხოლოდ ის კი არ ახარებს, რომ წერა–კითხვა ისწავლეს, არამედ ისიც, რომ იეჰოვა გაიცნეს.
-
-
პანამა ხალხთა შორის გადებული ხიდისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
-
-
[სურათი 8 გვერდზე]
კუნა ენაზე მოლაპარაკე ქალები გობელენით ხელში.
[სურათი 9 გვერდზე]
მისიონერი ქადაგებს გუამი ენაზე მოლაპარაკე ქალთან.
[სურათი 10 გვერდზე]
გუამიდან მოწმეები ნავით მიდიან სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე დასასწრებად.
[სურათები 11 გვერდზე]
ბიბლიური ჭეშმარიტების წყალობით პანამაში კულტურული და ენობრივი ბარიერი გადაილახა.
-