-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
სამრეწველო საქონლის კულტი
1960 წელს ორი ავსტრალიელი სპეციალური პიონერი, სტივენ ბლანდი და ალენ ჰოსკინგი, კერემას აღმოსავლეთით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ სავაივირიში გადავიდა. ისინი პირველი სამი თვე კარავში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი პატარა ხის ქოხში, რომელიც ჭაობით გარშემორტყმულ ქოქოსის პლანტაციაში იდგა.
სავაივირი ცნობილი იყო იმით, რომ იქ სამრეწველო საქონლის კულტი ყვაოდა. საიდან იღებს დასაბამს ეს კულტი? მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე ბევრი უცხოელი ჯარისკაცი ჩავიდა. ადგილობრივები გააოცა მათ მიერ ჩატანილმა აურაცხელმა სიმდიდრემ, ანუ „სამრეწველო საქონელმა“. ომის დამთავრების შემდეგ ჯარისკაცებმა აიკრეს გუდა-ნაბადი და იქაურობა დატოვეს. სოფლის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა დაასკვნა, რომ ვინაიდან „საქონელი“ ჰორიზონტის იქიდან, ანუ მათი აზრით სულების სამფლობელოდან იყო ჩამოტანილი, ის მათი გარდაცვლილი წინაპრების მიერ იქნებოდა გამოგზავნილი, ჯარისკაცებმა კი უბრალოდ მისი ნაწილი გაიტაცეს. სულების ყურადღების მისაპყრობად ხალხმა ვითომცდა სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო; ააგეს დიდი გემების მისადგომები, რათა მომზადებული შეხვედროდნენ იმ დიდებულ დღეს, როცა საქონლის ახალი პარტია ჩავიდოდა.
ცოტა ხანში სტივენი და ალენი ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ ამ სოფლის 250 მაცხოვრებელთან, რომლებიც სამრეწველო საქონლის კულტის მიმდევრები იყვნენ. მათ შორის იყვნენ მათი წინამძღოლი და მის „თორმეტ მოციქულთაგან“ ზოგიერთი. „ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება, — გვიამბობს სტივენი — ერთხელ პოლიციის თანამშრომელმა გვითხრა, რომ სწორედ ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას მიუძღვოდა უდიდესი წვლილი სავაივირიში სამრეწველო საქონლის კულტის დასამარებაში“.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 97 გვერდზე]
სტივენ ბლანდი კერემას ყურის გადაკვეთის დროს
-