საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • «ქვეყანაში, სადაც 800-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ, აუცილებელია ერთი ან რამდენიმე საერთო ენა, რომლითაც ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობას შეძლებს, — ამბობს ფილიალის კომიტეტის წევრი და მთარგმნელობითი განყოფილების ზედამხედველი ტიმო რაიალეჰტო. — ამ მიზნისთვის იდეალურია მარტივი სავაჭრო ენები, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მათი, როგორც მეორე ენის, შესწავლა შედარებით იოლია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი. თუმცა ამ ენებზე არცთუ ისე ადვილია რთული აზრების გადმოცემა. ამის გამო ჩვენს მთარგმნელებს ხშირად სირთულეები ექმნებათ ზოგი ტერმინის თარგმნისას.

      მაგალითად, გაირკვა, რომ ტოკ-პისინზე სიტყვა „პრინციპის“ ეკვივალენტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენმა მთარგმნელებმა ამის გამოსახატავად ტოკ-პისინის ორი სიტყვა გააერთიანეს და მიიღეს სიტყვა „სტიატოკ“ (ნიშნავს მიმართულების მიმცემ საუბარს), რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ აძლევს პრინციპები ადამიანს სწორ მიმართულებას. ეს სიტყვა მასმედიამაც აიტაცა და ბევრი, ვინც ტოკ-პისინზე ლაპარაკობს, იყენებს მას».

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • „ცოტა ხნის წინ რამდენიმე ტრაქტატი ვთარგმნეთ ისეთ ენებზე, როგორიცაა კაუანუა, ენგა, ჯივაკა, მელპა და ოროკაივა, — ამბობს ტიმო რაიალეჰტო. — მაგრამ, რატომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება მაშინ, როცა ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებმა ტოკ-პისინი, ინგლისური ან ორივე ენა იციან? გვინდოდა, გაგვეგო, როგორ გამოეხმაურებოდა ხალხი სამეფოს შესახებ ცნობას მშობლიურ ენაზე. აღუძრავდა ეს მათ ინტერესს ჭეშმარიტებისადმი და განაწყობდა დადებითად იეჰოვას მოწმეებისადმი?

      დიახ, ეს მართლაც ასე მოხდა! სინამდვილეში ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ძმებმა მრავალი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და ზოგმა, ვინც ადრე ეწინააღმდეგებოდა მოწმეებს, მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. როცა ადამიანები მშობლიურ ენაზე კითხულობენ პუბლიკაციებს, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათზე“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება