საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • იმ ხანებში კოკის ბაზარში (პორტ-მორზბი) ქადაგებისას დონ ფილდერი შეხვდა რამდენიმე მეთევზეს, რომლებიც დაინტერესდნენ ჭეშმარიტებით. ეს მამაკაცები იყვნენ ჰულადან, ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფლიდან, რომელიც პორტ-მორზბის აღმოსავლეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა. მათთვის და მათი ოჯახებისთვის სულიერი დახმარება რომ აღმოეჩინა, ათოლ (დეფ) რობსონთან და რამდენიმე ჰულელ დაინტერესებულთან ერთად დონი ჰულაში თავისი ახალი, 8-მეტრიანი, ორგარსიანი კანოეთი ჩავიდა. ისინი იქ სამი დღე დარჩნენ და ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

      მას შემდეგ მალევე დონი ჰულაში ჩავიდა როგორც სპეციალური პიონერი და თან წაიყვანა თავისი ცოლი, შერლი, და ორი წლის გოგონა, დები. „ავაგეთ პატარა ქოხი და დავიწყეთ ახლომდებარე ხუთ სოფელში ქადაგება, — იხსენებს დონი. — ყოველდღე 12 კილომეტრის გავლა გვიწევდა ფეხით. მართალია, ფიზიკურად ძალიან ვიღლებოდით, სამაგიეროდ სულიერად ვმხნევდებოდით, რადგან ბევრ ბიბლიის შესწავლას ვიწყებდით და მალე რვა ახალი მაუწყებელიც შემოგვემატა“.

      დონისა და შერლის ქადაგებამ ადგილობრივი გაერთიანებული ეკლესიის მსახური განარისხა. მან წააქეზა იმ ადგილის მეპატრონე, რომლის ნაკვეთზეც დონისა და შერლის ქოხი ჰქონდა აგებული, რომ გაეძევებინა ისინი იქიდან. „როდესაც ეს ამბავი მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს, ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ჩვენი იქიდან გაშვება არ უნდოდათ, — იხსენებს დონი. — დაახლოებით 20 ადამიანი მოვიდა ჩვენ დასახმარებლად, რომ ჩვენი ქოხი, თავის საძირკვლიანად, მათ სოფელში გადაგვეტანა“.

      განრისხებული ეკლესიის მსახური ამას არ დასჯერდა. ის ყველანაირად შეეცადა, დაეყოლიებინა პორტ-მორზბის მთავრობის წარმომადგენლები, რათა ფილდერებისთვის იმ ოლქში ქოხის დადგმის უფლება არ მიეცათ. „ნაცვლად იმისა, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა, — გვიყვება დონი, — გამოცდილ დურგალს, ალფ გრინს ვთხოვეთ, ჩვენი ქოხის მასალისგან ჩვენივე ორგარსიან კანოეზე პატარა ოთახი დაედგა. ერთ-ერთი მდინარის შესართავთან მანგროს ხეებით დაფარულ ჭაობში ჩავუშვით ღუზა. მომდევნო ორ-წელიწად ნახევარი ვცხოვრობდით ამ კოღოების ბუდეში, სადაც ნიანგებიც მრავლად იყო და თანაც პიონერებად ვმსახურობდით“. ისინი პორტ-მორზბიში მეორე გოგონას, ვიკის დაბადების შემდეგ დაბრუნდნენ. მოგვიანებით მიმოსვლით მსახურებაში იღებდნენ მონაწილეობას და დონი ფილიალის კომიტეტის წევრიც იყო.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათები 93 გვერდზე]

      მარცხნივ: შერლი, დები და დონ ფილდერები; მარჯვნივ: დონი კანოესთან

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება