საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მოგვიანებით დოროთის ვაჟი, ჯიმ რაიტი, სხვა პიონერთან, კერი კეი-სმითთან ერთად მაუნტ-ჰაგენის აღმოსავლეთით ჩაისა და ყავის პლანტაციებით მდიდარ ვაგის თვალწარმტაც ველზე მდებარე ქალაქ ბანზში გააგზავნეს. აქ ისინი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისგან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ; სასულიერო პირები ბავშვებს აქეზებდნენ, მათთვის ქვები დაეშინათ და სოფლიდან გაეძევებინათ. როდესაც კერიმ ახალი დანიშნულება მიიღო, ჯიმი ბანზში დარჩა და მარტო განაგრძო პიონერული მსახურება. ის იხსენებს: «ღამღამობით, როცა ჩემს ქოხში დასაძინებლად ვწვებოდი, ვლოცულობდი და ღმერთს ვეკითხებოდი: „იეჰოვა, რატომ ვარ აქ?“ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივიღე.

      2007 წელს ავსტრალიიდან ბანზში ჩავედი, საოლქო კონგრესს რომ დავსწრებოდი. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ერთ დროს ჩემი პატარა ქოხი იყო, ახალი, შესანიშნავი სამეფო დარბაზი იდგა. შესაძლებელი იყო ამ დარბაზის დროებით 1 000-კაციან საკონგრესო დარბაზად გადაკეთებაც. მივედი თუ არა იქ, ერთმა ძმამ მოირბინა ჩემთან, გადამეხვია და აქვითინდა. ბოლოს, როცა დამშვიდდა, ამ ძმამ, პოლ ტაიმ, მითხრა, რომ 36 წლის წინ თურმე მამამისს ვასწავლიდი ბიბლიას. პოლს მოგვიანებით მამამისის წიგნები წაეკითხა, ჭეშმარიტება მიეღო და ახლა კრებაში უკვე უხუცესად მსახურობდა.

      ამ კონგრესზე ჩემგან ინტერვიუ აიღეს და მომაყოლეს, თუ როგორ გვდევნიდნენ პირველ ხანებში ბანზში ჩასულებს, — ამბობს ჯიმი. — ამან თითქმის მთელი დარბაზი აატირა. პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ძმა მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და თვალცრემლიანებმა ბოდიში მომიხადეს. თურმე ეს ის ბავშვები ყოფილან, რომლებიც ქვებს მესროდნენ, მლანძღავდნენ და სოფლიდან მაგდებდნენ. მათ შორის იყო ლუთერანული ეკლესიის ყოფილი მსახური, მანგი სამგარიც; სწორედ ის აქეზებდა ამ ბავშვებს. ახლა კი ის უკვე უხუცესი იყო. ამ კონგრესზე მართლაც ბევრი საინტერესო შეხვედრა მქონდა!»

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 114 გვერდზე]

      კერი კეი-სმითი და ჯიმ რაიტი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება