-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მალე კერემაში ორი სპეციალური პიონერი დანიშნეს. ესენი იყვნენ ჯიმ სმითი და ლაიონელ დიგელი ავსტრალიიდან. მათ მაშინვე დაიწყეს ადგილობრივი ენის, ტარუმას, სწავლა. „სიტყვებს მოტუ ენაზე ვამბობდით, ბიბლიის შემსწავლელი კი მათ ტარუმა ენაზე იმეორებდა და ჩვენ ვიწერდით, — გვიამბობს ჯიმი. — ასე შევადგინეთ პატარა ლექსიკონი და ვისწავლეთ მარტივი შეთავაზებები. ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ ენაზე ველაპარაკებოდით. იქ მცხოვრები სხვა თეთრკანიანები ასე არ იქცეოდნენ. სამი თვის შემდეგ ყოველკვირა ვატარებდით შეხვედრებს ტარუმა ენაზე კერემას ყურის ორივე მხარეს“.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 96 გვერდზე]
ჯიმ სმითი და გლენ ფინლეი
-