-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ვულკანი ანადგურებს რაბაულს
ქალაქ რაბაულში დიდი ნავსადგურია, რომელიც ძველი ვულკანის კრატერზეა გაშენებული. 1994 წლის სექტემბერში ნავსადგურის ორივე მხარეს ვულკანის ნაპრალოვანი არხებიდან მოხდა ამოფრქვევა, რამაც რაბაული მიწასთან გაასწორა და ამ პროვინციის მკვიდრთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. სამეფო დარბაზი და მასზე მიშენებული მისიონერთა სახლი განადგურდა, მაგრამ არც ერთი ძმა არ დაღუპულა
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ადგილობრივი მთავრობა დაჰპირდა ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რომლებმაც საკუთრება დაკარგეს, რომ მისცემდა მიწის ნაკვეთს რაბაულიდან 24 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ კოკოპოში. თუმცა იეჰოვას მოწმეების გარდა ნაკვეთი ყველას მისცეს. ვულკანის ამოფრქვევიდან შვიდი წლის შემდეგ ერთმა აფრიკიდან ჩასულმა ძმამ მუშაობა დაიწყო ქალაქის დაგეგმარების სამსახურში. როგორც კი გაიგო, რომ მოწმეებს უსამართლოდ მოექცნენ, კოკოპოში შესაფერისი მიწის ნაკვეთი შეარჩია და ძმებს განცხადების დაწერაში დაეხმარა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა. მოხალისეთა სამშენებლო ჯგუფმა ააშენა სამეფო დარბაზი და მისიონერთა სახლი. საბოლოო ჯამში მოწმეების მიმართ ჩადენილი უსამართლობა კურთხევა აღმოჩნდა. როგორ? ეკლესიებისთვის გამოყოფილი მიწა ციცაბო გორაზე იყო, ხოლო ძმებისთვის მიცემული ნაკვეთი შესანიშნავ ადგილზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა.
-