საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • იმავე პერიოდში ახლომდებარე ბულოლოში უელი და ჯოი ბუსბრიჯების გულმოდგინე მსახურებამ ადგილობრივი ეკლესიის მესვეურები ძალზე გააღიზიანა. ეკლესიის წინამძღოლები იმ ტერიტორიას თავიანთ სამფლობელოდ მიიჩნევდნენ. მათი წაქეზებით დამსაქმებელმა უელს ულტიმატუმი წაუყენა: „ან შენს რელიგიას შეეშვი, ან ახალი სამსახური მოძებნე“.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ლაედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ პოპონდეტაში სასიხარულო ცნობა პირველად ჯეროუმ და ლავინია ჰოტოტებმა იქადაგეს, რომლებიც თავიანთ მშობლიურ მხარეში პორტ-მორზბიდან დაბრუნდნენ. ჯეროუმს ხალხთან საუბრის დაწყება არ უჭირდა და ბიბლიის დახმარებით დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ლავინია კი ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო და სხვების მიმართ გულწრფელ ინტერესს ავლენდა. მათ ქადაგება დაიწყეს და როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსი საკმაოდ მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად მათ სახლს მიადგა და მოითხოვა, სამქადაგებლო საქმიანობა შეეწყვიტათ. მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • 1963 წლისთვის სასიხარულო ცნობამ პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ვევაკამდეც მიაღწია. გერმანელი მშენებლები, კარლ ტეინორი და ოტო ებერჰარტი, დღისით ვევაკის საავადმყოფოში მუშაობდნენ, საღამოობით და შაბათ-კვირაობით კი 100-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდნენ ბიბლიას. მათი ქადაგებით გაცეცხლებულმა კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ბრობს მოუყარა თავი და კარლისა და ოტოს მოტოციკლეტები ზღვაში გადააყრევინა. ამ მღვდლის ერთ-ერთი თანამზრახველი სოფლის გავლენიანი თავკაცი იყო, რომლის ვაჟიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. მასზე ძალიან იმოქმედა იმის დანახვამ, თუ როგორ შეიცვალა მისი შვილი და მოწმეების მიმართ დადებითად განეწყო. მან ნება დართო მათ, იმ სოფლებში ექადაგათ, რომლებსაც თვითონ განაგებდა.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მცდელობა

      ჩვენი წარმატებები მოწინააღმდეგეებს არ ახარებდა. 1960 წლიდან მოყოლებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა, ვეტერანთა და სამხედრო პირთა ერთ-ერთმა გაერთიანებამ (RSL) და ადგილობრივმა მასმედიამ არაერთხელ გაილაშქრა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, რათა მათთვის სახელი გაეტეხათ და მათი საქმიანობა აეკრძალათ.

      მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ზოგიერთ ექიმს, სასულიერო პირსა და მთავრობის წარმომადგენელს დაურიგეს პროპაგანდისტული პამფლეტი, სადაც განხილული იყო იეჰოვას მოწმეების შეხედულება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ამას პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, სამღვდელოება გამოეხმაურა. 1960 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით „ეკლესიები აღაშფოთა სისხლზე დისკუსიამ“ (South Pacific Post). ამ სტატიაში ეკლესიების წინამძღოლებმა იეჰოვას მოწმეებს „ანტიქრისტე [და] ეკლესიის მტრები“ უწოდეს.

      ამას მოჰყვა ცილისმწამებლური სტატიები, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეები ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდნენ და, რომ მათი სწავლებები მხარს უჭერდა გაკვეთილების გაცდენას, გადასახადების გადაუხდელობას, სამრეწველო საქონლის კულტს და ანტისანიტარიასაც კი უწყობდა ხელს. ასევე გავრცელდა სხვა ცრუ ბრალდებები, თითქოს მოწმეები მოახლოებულ მზის დაბნელებას ხალხის დასაშინებლად და „უსწავლელი ხალხის გასაკონტროლებლად“ იყენებდნენ. ერთ-ერთი საგაზეთო სტატია მათ იმაშიც კი ადანაშაულებდა, რომ ისინი „ცხოვრობდნენ, ჭამდნენ და მუშაობდნენ გლეხებთან ერთად“. ზემოთ მოყვანილმა გაზეთმა მოწმეები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მათი სწავლების თანახმად „ყველა ადამიანი თანასწორია“ და განაცხადა, რომ ისინი „კომუნისტებზე საშიშები იყვნენ“.

      ბოლოს, 1962 წლის 25 მარტს ზემოხსენებულმა გაერთიანებამ (RSL) კოლონიურ მთავრობას მოუწოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აეკრძალა. მაგრამ ავსტრალიის მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ეს საჯაროდ განაცხადა. „ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითი შედეგები მოჰყვა, — ამბობს დონ ფილდერი. — გონიერი ადამიანები ხედავდნენ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეების ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო იყო“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება