საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ჯონს თან ჰქონდა დოკუმენტური ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ ეწეოდა ორგანიზება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას და როგორ ტარდებოდა მათი კონგრესები. მან თავისი სამ-კვირიანი სტუმრობის დროს 14-ჯერ მოაწყო ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენებებს ასობით ადამიანი ესწრებოდა, ერთხელ კი დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი. ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. ბევრს მანამდე კინოფილმი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • კვირას ჰაიმაში მიმავალ ტედის იმის გაფიქრებისაც კი ეშინოდა, თუ რა დახვდებოდა იქ. ადგილზე მისული თვალებს ვერ უჯერებდა. უზარმაზარი ხის ქვეშ, რომელიც დიდ, გასუფთავებულ ადგილს გაჰყურებდა, კარგად გაკეთებული ხის სცენა იდგა. ცოტა მოშორებით წვავდნენ გოჭებს, კენგურუ-ვალაბებს, ირმებს, მტრედებს, თევზს, ჩინურ კარტოფილს და ბატატს, ღია ცეცხლზე შედგმულ ჩაიდნებში კი წყალი თუხთუხებდა. ადგილობრივი მასალით აგებულ „სასადილოში“ დიდძალი ხალხი ურთიერთობით ტკბებოდა. ამ ყველაფერს ბობოგი მშვიდად ადევნებდა თვალს. ტედი გაოგნებული იდგა!

      — ბობოგი, სად ისწავლე ეს ყველაფერი? — ჰკითხა გაოცებულმა ტედმა.

      — იმ ფილმში ვნახე, ჯონ კატფორტმა რომ გვაჩვენა შარშან, — უპასუხა ბობოგიმ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება