საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მცდელობა

      ჩვენი წარმატებები მოწინააღმდეგეებს არ ახარებდა. 1960 წლიდან მოყოლებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა, ვეტერანთა და სამხედრო პირთა ერთ-ერთმა გაერთიანებამ (RSL) და ადგილობრივმა მასმედიამ არაერთხელ გაილაშქრა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, რათა მათთვის სახელი გაეტეხათ და მათი საქმიანობა აეკრძალათ.

      მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ზოგიერთ ექიმს, სასულიერო პირსა და მთავრობის წარმომადგენელს დაურიგეს პროპაგანდისტული პამფლეტი, სადაც განხილული იყო იეჰოვას მოწმეების შეხედულება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ამას პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, სამღვდელოება გამოეხმაურა. 1960 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით „ეკლესიები აღაშფოთა სისხლზე დისკუსიამ“ (South Pacific Post). ამ სტატიაში ეკლესიების წინამძღოლებმა იეჰოვას მოწმეებს „ანტიქრისტე [და] ეკლესიის მტრები“ უწოდეს.

      ამას მოჰყვა ცილისმწამებლური სტატიები, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეები ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდნენ და, რომ მათი სწავლებები მხარს უჭერდა გაკვეთილების გაცდენას, გადასახადების გადაუხდელობას, სამრეწველო საქონლის კულტს და ანტისანიტარიასაც კი უწყობდა ხელს. ასევე გავრცელდა სხვა ცრუ ბრალდებები, თითქოს მოწმეები მოახლოებულ მზის დაბნელებას ხალხის დასაშინებლად და „უსწავლელი ხალხის გასაკონტროლებლად“ იყენებდნენ. ერთ-ერთი საგაზეთო სტატია მათ იმაშიც კი ადანაშაულებდა, რომ ისინი „ცხოვრობდნენ, ჭამდნენ და მუშაობდნენ გლეხებთან ერთად“. ზემოთ მოყვანილმა გაზეთმა მოწმეები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მათი სწავლების თანახმად „ყველა ადამიანი თანასწორია“ და განაცხადა, რომ ისინი „კომუნისტებზე საშიშები იყვნენ“.

      ბოლოს, 1962 წლის 25 მარტს ზემოხსენებულმა გაერთიანებამ (RSL) კოლონიურ მთავრობას მოუწოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აეკრძალა. მაგრამ ავსტრალიის მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ეს საჯაროდ განაცხადა. „ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითი შედეგები მოჰყვა, — ამბობს დონ ფილდერი. — გონიერი ადამიანები ხედავდნენ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეების ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო იყო“.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ერთხელ, როცა რაბაულის მახლობლად ვქადაგებდი, ერთმა კაცმა, ტოლაის ტომიდან, მთხოვა, ბიბლია მიმეცა, რომ თავად ამოეკითხა იქიდან რაიმე. როცა მივეცი, დახია და მიწაზე დაყარა. მისთვის არაფერი მითქვამს, წავედი და პოლიციის უფროსს მოვახსენე მომხდარის შესახებ. მანაც მაშინვე გააგზავნა თავისი თანაშემწე მის დასაპატიმრებლად. პოლიციის უფროსმა უთხრა დაკავებულს: „შენ არა ხარ კაი კაცი. დაარღვიე ღვთის კანონიც და სახელმწიფოს კანონიც. ხვალვე უყიდი ამ კაცს ახალ ბიბლიას, თუ არა და ციხეში გაგიშვებ!“. შემდეგ მითხრა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი პოლიციის განყოფილებაში და ბიბლიის საყიდლად ფული ამეღო. მივედი და ფულიც დამახვედრეს. მას შემდეგ ტოლაის ტომიდან ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება.

      ერთხელ კიდე მოწმეების ჯგუფთან ერთად ვავრცელებდი ტრაქტატს „ცნობა სამეფოს შესახებ“ ვევაკის დასავლეთით ერთ-ერთ მხარეში. ყველანი ჩემ წინ მიდიოდნენ და გზადაგზა ტრაქტატებს ავრცელებდნენ. ადგილობრივი სოფლის თავკაცს გაეგო ჩვენი საქმიანობის შესახებ და დარიგებული ტრაქტატები აეგროვებინა. ალბათ იცოდა, რომ ჩავიდოდი და შუა გზაზე დამხვდა დოინჯშემოყრილი; ერთ ხელში აგროვილი ტრაქტატები ეჭირა. ვკითხე, რაში იყო საქმე. მომაჩეჩა ტრაქტატები და მითხრა: „აქ მე ვარ უფროსი და არ მინდა, რომ ესენი ავრცელოთ“.

      გამოვართვი ტრაქტატები; ამასობაში სოფლის მაცხოვრებლები ჩვენ ირგვლივ შეგროვდნენ. თვალი მიმოვავლე მათ და ვკითხე: „ბაღში სამუშაოდ ან სათევზაოდ თუ გინდათ წასვლა, ოფიციალური ნებართვა უნდა აიღოთ?“

      „არა!“ — თქვა ერთმა ქალმა.

      შემდეგ ვკითხე მათ: „გინდათ ამის წაკითხვა?“

      „გვინდა“, — თქვეს მათ და ხელახლა დავურიგე ეს ტრაქტატები ისე რომ, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თუმცა მოგვიანებით სოფლის დაახლოებით 20 თავკაცთან მომიწია შეხვედრა და ამ თემაზე საუბარი. საბედნიეროდ, ორის გარდა, ყველამ მხარი დაუჭირა ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება