-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მაშინ, როცა მადანგში სამქადაგებლო საქმიანობა სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა, ჯიმ ბერდი და ჯონ და მაგდალენ ენდორებიც წარმატებებს აღწევდნენ ამ საქმეში დიდ სანაპირო ქალაქ ლაეში, რომელიც მადანგის სამხრეთ-აღმოსავლეთით 210 კილომეტრში მდებარეობდა. „თითქმის ყოველ საღამოს ვატარებდით ჩვენს სახლში ბიბლიის შესწავლებს დაინტერესებულთა დიდ ჯგუფებთან. სულ რაღაც ექვს თვეში ათი ბიბლიის შემსწავლელი შემოგვიერთდა მსახურებაში“, — იხსენებს ჯონი. იმავე წელს ლაეს კინოთეატრში 1 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო ფილმის ჩვენებას, რომლის სახელწოდებაც იყო „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“. დამსწრეთაგან ბევრი შორეული მთიანი მხარეებიდან იყო ჩამოსული სამუშაოდ. მოგვიანებით, როცა უკან დაბრუნდნენ, მათ სასიხარულო ცნობა თავიანთ სოფლებში ჩაიტანეს.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათები 103 გვერდზე]
თავდაპირველად ლაეში კრება მაგდალენ და ჯონ ენდორების სახლში ტარდებოდა
-