-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
◼ მადანგში 1980 წელს ერთმა პიონერმა მომცა ტრაქტატი და მეც ის სახლში, კუნძულ ბაგაბაგზე წავიღე, რომელიც გემით ექვსი საათის სავალზე იმყოფებოდა. ძალიან მომეწონა ის, რაც მასში ეწერა და მივწერე ფილიალს, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა ჩემთვის. მალე მივიღე წერილი მადანგელი პიონერისგან, ბადამ დუვუნისგან. ის საოლქო კონგრესზე მეპატიჟებოდა. ჩავედი მასთან ორი კვირით და ბიბლიის შესწავლაც დავიწყე. ადგილობრივ სამეფო დარბაზში კრების ყველა შეხვედრასაც ვესწრებოდი.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მამაჩემი რკინის ჯოხით გამომეკიდა და სახლიდან გამომაგდო. მამიდაჩემთან, ლამით მარეგთან ერთად, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო, მადანგში გავიქეცი. ამის შემდეგ მალე ორივენი მოვინათლეთ.
გავიდა დრო და მამაჩემი ძალიან ავად გახდა. ჩამოვიყვანე ჩემთან მადანგში და სიკვდილამდე ვუვლიდი. ამ პერიოდში ცოტა გული მოულბა და თვალსაზრისი შეიცვალა ჩემი რელიგიის მიმართ. სანამ დაიღუპებოდა, მთხოვა, დავბრუნებულიყავი კუნძულ ბაგაბაგზე და მექადაგა იქაურებისთვის.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მოგვიანებით მადანგში დავბრუნდი და ლამითთან ერთად განვაგრძე პიონერული მსახურება. 2009 წელს ექვსი ადამიანი ჩამოვიდა ბაგაბაგიდან მადანგში, რათა დასწრებოდნენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც ყოველ წელს ტარდება.
-