-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ასეთი ზეწოლის გამო ზოგმა დაინტერესებულმა შესწავლა შეწყვიტა. თუმცა პატარა ჯგუფმა მაინც ერთგულად განაგრძო წინსვლა. 1954 წელს 13 ბიბლიის შემსწავლელი მოინათლა ჰაიმას მახლობლად მდინარე ლალოკიში. ეს იყო პირველი ნათლობა პაპუა-ახალ გვინეაში. მონათლულთა შორის იყო ბობოგიც, რომელმაც თქვა: „ყველა კოიარიც რომ განუდგეს რწმენას, მე მაინც არ განვუდგები, რადგან ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა“. როგორც თქვა კიდეც, ბობოგი სიკვდილამდე, 1974 წლამდე, ერთგული დარჩა. ის სიცოცხლის ბოლომდე უხუცესად მსახურობდა ჰაიმას კრებაში.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ჯონის სტუმრობა ჰაიმაში ერთდღიანი სარაიონო კონგრესით დასრულდა. „როდესაც მონათვლის მსურველებს სთხოვეს, ამდგარიყვნენ, სამოცდაათი ადამიანი წამოდგა ფეხზე, — იხსენებს ტომ კიტო. — უდიდეს მადლიერებას ვგრძნობდით, როცა ვხედავდით მდინარის პირას ჩამწკრივებულ 40 ძმასა და 30 დას, რომელთაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მონათვლა სურდათ“.
მომდევნო წელს ძმებმა ჰაიმაში მეორე სარაიონო კონგრესის ჩატარება დაგეგმეს. სოფლის თავკაცს, ბობოგის, დაავალეს საჭირო ნაგებობების აგება და დამსწრეთათვის საჭმლის მომზადება. კონგრესამდე სამი დღით ადრე ახალი სარაიონო ზედამხედველი, ავსტრალიელი ჯონ (ტედ) სიუელი, შეხვდა ბობოგის, რათა სამზადისზე დალაპარაკებოდა.
— რა ააშენეთ უკვე? — პირდაპირ საქმეზე გადავიდა ტედი.
— ჯერ არაფერი, — უპასუხა ბობოგიმ.
— დღეს ხუთშაბათია ბობოგი, კვირას უკვე კონგრესი იწყება, — შეიცხადა ტედმა.
— ყველაფერი რიგზეა ძმაო, — მიუგო ბობოგიმ. — ყველაფერს შაბათს გავაკეთებთ.
ტედი თავზარდაცემული დაბრუნდა პორტ-მორზბიში. ის დარწმუნებული იყო, რომ კონგრესი არაორგანიზებულად ჩატარდებოდა.
კვირას ჰაიმაში მიმავალ ტედის იმის გაფიქრებისაც კი ეშინოდა, თუ რა დახვდებოდა იქ. ადგილზე მისული თვალებს ვერ უჯერებდა. უზარმაზარი ხის ქვეშ, რომელიც დიდ, გასუფთავებულ ადგილს გაჰყურებდა, კარგად გაკეთებული ხის სცენა იდგა. ცოტა მოშორებით წვავდნენ გოჭებს, კენგურუ-ვალაბებს, ირმებს, მტრედებს, თევზს, ჩინურ კარტოფილს და ბატატს, ღია ცეცხლზე შედგმულ ჩაიდნებში კი წყალი თუხთუხებდა. ადგილობრივი მასალით აგებულ „სასადილოში“ დიდძალი ხალხი ურთიერთობით ტკბებოდა. ამ ყველაფერს ბობოგი მშვიდად ადევნებდა თვალს. ტედი გაოგნებული იდგა!
— ბობოგი, სად ისწავლე ეს ყველაფერი? — ჰკითხა გაოცებულმა ტედმა.
— იმ ფილმში ვნახე, ჯონ კატფორტმა რომ გვაჩვენა შარშან, — უპასუხა ბობოგიმ.
კონგრესს 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ისინი რვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. 73 ადამიანი მოინათლა. წლების შემდეგ ამ კონგრესს „ბობოგის კონგრესი“ უწოდეს.
-