საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ტომი და როვენა მოგვიანებით საქადაგებლად წავიდნენ ჰანუაბადაში, რაც ადგილობრივ მოტუ ენაზე „დიდ სოფელს“ ნიშნავს. ეს სოფელი პორტ-მორზბის ნავსადგურთან წყალზე იყო გაშენებული. ბოძებზე აგებულ ასობით სახლს ერთმანეთთან და სანაპიროსთან ხის გადასასვლელები აკავშირებდა. „დიდძალი ხალხი იკრიბებოდა ჩვენს გარშემო სასიხარულო ცნობის მოსასმენად, — წერს როვენა. — იმდენ ადამიანს უნდოდა ბიბლიის შესწავლა, რომ ორი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს, ორი საღამოს გარდა, ვატარებდით ბიბლიის შესწავლებს“. ტომი დასძენს: „ამ ხალხს ძალიან მოეწონა მკვდრეთით აღდგომისა და სამოთხეში ცხოვრების იმედი. მართალია, მათ ქრისტიანული სამყაროს მისიონერები და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები სწავლის შეწყვეტას აიძულებდნენ, ერთსაც არ უთქვამს შესწავლაზე უარი. ჭეშმარიტება მართლაც ღრმად იყო მათ გულებში ფესვგადგმული“.

      მათ შორის, ვინც ამ დროს ჭეშმარიტების მხარე დაიკავა, იყვნენ რაჰო და კონიო რაკატანები, ოდა სიონი, გევა ნიოკი და მისი ქმარი ჰენი ჰენი, რომელმაც 16 წლით ადრე „სინათლის მატარებლის“ ეკიპაჟის წევრებისგან მიიღო ბიბლიური ლიტერატურა. მალე ჰენი ჰენის სახლში 30-მდე დაინტერესებული რეგულარულად ესწრებოდა შეხვედრებს. „კაცები ოთახის ერთ მხარეს ისხდნენ, ქალები კი — მეორე მხარეს, — იხსენებს ოდა სიონი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო. — ქალებს ბალახისგან დამზადებული ქვედაბოლოები ეცვათ, ზემოდან კი შიშვლები იყვნენ. თავიანთი პატარები ფერად-ფერადი ბადე-ჩანთებით დაჰყავდათ. შეხვედრების დროს ამ ჩანთებს ჭერის კოჭებზე გადაჰკიდებდნენ ხოლმე; მოაწოვებდნენ ძუძუს ბავშვებს, ჩააწვენდნენ ჩანთებში და ნელ-ნელა აქანავებდნენ, რომ ჩასძინებოდათ“.

      ტომ კიტო შეხვედრებს თარჯიმნის დახმარებით ატარებდა. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. „ერთ შეხვედრაზე პროგრამას ჰენი ჰენის ძმა, ბადუ თარგმნიდა, — იხსენებს დონ ფილდერი, რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში 1953 წელს ჩავიდა. — თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო; ბადუ ტომის ნათქვამს თარგმნიდა და მის ჟესტებსაც კი იმეორებდა. მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ტომის ნათქვამიდან ვერაფერს იგებდა. ის უბრალოდ ამბობდა იმას, რაც ჭეშმარიტების შესახებ იცოდა და ბუნებრიობის შესანარჩუნებლად ტომის ჟესტებს იმეორებდა“. ამგვარი სირთულეების მიუხედავად, ეს ჯგუფი სწრაფად გაიზარდა; მალე სოფელ ჰანუაბადაში მეორე ჯგუფიც ჩამოყალიბდა; ისინი შეხვედრებს რაჰო რაკატანის სახლში ატარებდნენ.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 79 გვერდზე]

      სოფელი ჰანუაბადა, რომლის ფონზეც პორტ-მორზბის ცენტრი მოჩანს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება