-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ბავშვები, რომლებიც პატივს მიაგებენ თავიანთ შემოქმედს
პაპუა-ახალ გვინეაში ბევრი ბავშვი სირთულეების მიუხედავად, ბიბლიით განსწავლული სინდისით ხელმძღვანელობდა და ამით შესანიშნავად ამოწმებდა. მაგალითად, 1966 წლის დასაწყისში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა შვიდ იეჰოვას მოწმე ბავშვს უთხრა, რომ მომდევნო კვირას დაგეგმილ ცერემონიალზე მათგანაც მოითხოვებოდა დროშისთვის სალმის მიცემა. მაგრამ ამ ცერემონიალზე შეკრებილი დაახლოებით 300 მოსწავლის წინაშე შვიდივემ უარი განაცხადა ამ რიტუალის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათმა მშობლებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს სკოლის ხელმძღვანელობას, ნება მიეცათ მათი შვილებისთვის, არ დასწრებოდნენ ცერემონიალს, ეს ბავშვები სკოლიდან მაინც გარიცხეს. ადგილობრივი კრების უხუცესმა ამ საქმის მოგვარება სთხოვა პაპუა-ახალი გვინეისა და ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლებს.
23 მარტს პაპუა-ახალი გვინეის ავსტრალიელმა ადმინისტრატორმა დაურეკა სკოლის ხელმძღვანელობას და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ბავშვები სკოლაში. ეს იყო მცირე იურიდიული გამარჯვება, რომელიც ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ მოიპოვა. დღეს პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა პატივს სცემს ბავშვების უფლებას, არ მისცენ დროშას სალამი, თუ მათ სინდისი არ რთავს ამის ნებას.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათები 145 გვერდზე]
ამ ბავშვებიდან ზოგიერთი სკოლიდან გარიცხეს დროშისთვის სალმის არ მიცემის გამო
-