საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ვულკანი ანადგურებს რაბაულს

      ქალაქ რაბაულში დიდი ნავსადგურია, რომელიც ძველი ვულკანის კრატერზეა გაშენებული. 1994 წლის სექტემბერში ნავსადგურის ორივე მხარეს ვულკანის ნაპრალოვანი არხებიდან მოხდა ამოფრქვევა, რამაც რაბაული მიწასთან გაასწორა და ამ პროვინციის მკვიდრთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. სამეფო დარბაზი და მასზე მიშენებული მისიონერთა სახლი განადგურდა, მაგრამ არც ერთი ძმა არ დაღუპულა გარდა ერთი ძმისა, რომელსაც გულის დაავადება ჰქონდა და გაქცევის დროს დაიღუპა. იმ ევაკუაციის გეგმის მიხედვით, რომელიც წლების მანძილზე სამეფო დარბაზის საინფორმაციო დაფაზე ეკიდა, ძმები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე წინასწარ დათქმულ უსაფრთხო ადგილებისკენ გაიქცნენ.

      ფილიალმა დაუყოვნებლივ დაიწყო დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება. გაგზავნეს შემოწირული ტანსაცმელი, კოღოებისგან დამცავი ბადეები, მედიკამენტები, ბენზინი, დიზელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ამასთანავე მეზობელმა კრებამ შესწირა ბრინჯი და ტარო. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ისე კარგად გაეწია ორგანიზება, რომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვებმა არაერთხელ შეაქეს ძმები ამისთვის.

      რაბაულის კრებამ შეწყვიტა არსებობა. ვულკანის ამოფრქვევიდან ორი დღის შემდეგ სამოცდაათამდე მაუწყებელი და მათი შვილები მიტოვებული ტექნიკუმის შენობაში შეიკრიბნენ. როცა უხუცესები მივიდნენ, მაუწყებლებმა ჰკითხეს: „რომელ საათზე დაიწყება წიგნის შესწავლა?“ გასაჭირის მიუხედავად, კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება არასოდეს შეწყვეტილა (ებრ. 10:24, 25). ძმების უმეტესობა ახლომდებარე ჯგუფებს შეუერთდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი კრებად ჩამოყალიბდა.

      ადგილობრივი მთავრობა დაჰპირდა ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რომლებმაც საკუთრება დაკარგეს, რომ მისცემდა მიწის ნაკვეთს რაბაულიდან 24 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ კოკოპოში. თუმცა იეჰოვას მოწმეების გარდა ნაკვეთი ყველას მისცეს. ვულკანის ამოფრქვევიდან შვიდი წლის შემდეგ ერთმა აფრიკიდან ჩასულმა ძმამ მუშაობა დაიწყო ქალაქის დაგეგმარების სამსახურში. როგორც კი გაიგო, რომ მოწმეებს უსამართლოდ მოექცნენ, კოკოპოში შესაფერისი მიწის ნაკვეთი შეარჩია და ძმებს განცხადების დაწერაში დაეხმარა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა. მოხალისეთა სამშენებლო ჯგუფმა ააშენა სამეფო დარბაზი და მისიონერთა სახლი. საბოლოო ჯამში მოწმეების მიმართ ჩადენილი უსამართლობა კურთხევა აღმოჩნდა. როგორ? ეკლესიებისთვის გამოყოფილი მიწა ციცაბო გორაზე იყო, ხოლო ძმებისთვის მიცემული ნაკვეთი შესანიშნავ ადგილზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 153 გვერდზე]

      მარცხნივ: ქალაქი რაბაული ვულკან ტავურვურის ფონზე; ქვემოთ: რაბაულის სამეფო დარბაზი, რომელიც 1994 წელს განადგურდა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება