-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მადანგის ოლქში რაბაულიდან რვა პიონერი ჩავიდა საქადაგებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, ტამულ მარუნგმა, ველოსიპედი იყიდა და გემით თავის მშობლიურ სოფელში, ბასკენში ჩავიდა, რომელიც მადანგიდან ჩრდილოეთით 48 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ბასკენში ქადაგების შემდეგ ველოსიპედით მადანგში დაბრუნდა და გზადაგზა ქადაგებდა. მოგვიანებით ბასკენში დაბრუნდა, კრება ჩამოაყალიბა და კიდევ 25 წელი იმსახურა იქ პიონერად.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მაგრამ ამან ისინი ვერ შეაშინა; მათ მეზობელ სოფელს, ბაგილდიგს შეაფარეს თავი და იქ საკმაოდ ძლიერი კრება ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ ამ სოფელში ააშენეს დიდი სამეფო დარბაზი, რომელსაც დიდი თუ პატარა კონგრესების ჩასატარებლადაც იყენებდნენ. დღეისათვის მადანგის ოლქში შვიდი კრება და ორი ჯგუფია.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ლაედან მოშორებით კუნძულის სიღრმეში მცხოვრებ მაუწყებელთა მსახურებაც წარმატებით მიმდინარეობდა. ჯეკ არიფეაიმ, ამ ახოვანმა და მრგვალსახიანმა მამაკაცმა, რომელიც იეჰოვას მსახურებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა, ვარში ძლიერი კრება ჩამოაყალიბა. კრების შეხვედრები მის სახლში ტარდებოდა.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ლაედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ პოპონდეტაში სასიხარულო ცნობა პირველად ჯეროუმ და ლავინია ჰოტოტებმა იქადაგეს, რომლებიც თავიანთ მშობლიურ მხარეში პორტ-მორზბიდან დაბრუნდნენ. ჯეროუმს ხალხთან საუბრის დაწყება არ უჭირდა და ბიბლიის დახმარებით დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ლავინია კი ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო და სხვების მიმართ გულწრფელ ინტერესს ავლენდა. მათ ქადაგება დაიწყეს და როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსი საკმაოდ მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად მათ სახლს მიადგა და მოითხოვა, სამქადაგებლო საქმიანობა შეეწყვიტათ. მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ. ჯეროუმმა და ლავინიამ არ შეწყვიტეს ქადაგება და იქ, მართალია პატარა, მაგრამ ძლიერი კრება ჩამოაყალიბეს.
-