საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • აღმოსავლეთ მთიანეთის პროვინციაში მდებარე გოროკას პატარა კრება თავდაპირველად ერთ-ერთ საკუთარ სახლში ტარდებოდა. მოგვიანებით შეხვედრების ჩასატარებლად ამ კრების წევრებმა ადგილობრივი მასალით ააგეს უბრალო შენობა; 1967 წელს კი კოხტა, 40-კაციანი სამეფო დარბაზი ააშენეს. „ვხუმრობდი ხოლმე, რომ დიდი მიღწევა იქნებოდა, თუ არმაგედონამდე მთელ დარბაზს გავავსებდით, — გვიყვება ჯორჯ კოკსენი, რომელმაც ამ მთიან მხარეში ათი წელი იმსახურა. — ო, როგორ ვცდებოდი. სულ რაღაც ერთ წელიწადში იმდენმა დაიწყო კრების შეხვედრაზე დასწრება, რომ მეორე კრების ჩამოყალიბება გახდა საჭირო“.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • გოროკას აღმოსავლეთით, ქალაქ კაინანტუსთან ახლოს ნორმ შარინი 50-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდა ბიბლიას თავის ქოხში. შესწავლებს ის ყოველდღე ატარებდა. მოგვიანებით, ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში, ამ ჯგუფზე პიონერები ბერნტ და ერნა ანდერსონები ზრუნავდნენ. „ეს ხალხი იშვიათად იბანდა და თითქმის შიშველ-ტიტველი დადიოდა, მათ წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ და დემონიზმი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მოთმინებითა და სიყვარულით გაწეულმა მზრუნველობამ თავისი ნაყოფი გამოიღო — ზოგმა საკმაოდ მალე შეძლო 150 მუხლის ზეპირად დამახსოვრება და მათი ახსნა-განმარტება“, — იხსენებს ერნა.

      ბერნტსა და ერნას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ შემსწავლელებთან. „როდესაც დანიშნულება მივიღეთ და კავინგში უნდა გადავსულიყავით, ქალები შემომეხვივნენ და ტიროდნენ. რიგრიგობით მისვამდნენ მკლავებზე და სახეზე ხელებს და ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები, — ამბობს ერნა. — დროდადრო შევდიოდი ქოხში, რომ მეტირა; ამ დროს ბერნტი მათ დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბოლოს, როდესაც ჩვენი ავტომობილი ადგილიდან დაიძრა და დაღმართზე დაეშვა, უამრავი ხალხი გამოგვედევნა; ქალები ხმამაღლა ტიროდნენ. დღესაც თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ვიხსენებ იმას, რაც იმ დღეს განვიცადე. ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ახალი ქვეყნიერება, რომ ეს ძვირფასი ხალხი კვლავ ვნახოთ!“ ბერნტისა და ერნას მიერ დაწყებული საქმე სხვა პიონერებმა გააგრძელეს და კაინანტუში შესანიშნავი კრება ჩამოაყალიბეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება