საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მალე ჰენი ჰენის სახლში 30-მდე დაინტერესებული რეგულარულად ესწრებოდა შეხვედრებს. „კაცები ოთახის ერთ მხარეს ისხდნენ, ქალები კი — მეორე მხარეს, — იხსენებს ოდა სიონი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო. — ქალებს ბალახისგან დამზადებული ქვედაბოლოები ეცვათ, ზემოდან კი შიშვლები იყვნენ. თავიანთი პატარები ფერად-ფერადი ბადე-ჩანთებით დაჰყავდათ. შეხვედრების დროს ამ ჩანთებს ჭერის კოჭებზე გადაჰკიდებდნენ ხოლმე; მოაწოვებდნენ ძუძუს ბავშვებს, ჩააწვენდნენ ჩანთებში და ნელ-ნელა აქანავებდნენ, რომ ჩასძინებოდათ“.

      ტომ კიტო შეხვედრებს თარჯიმნის დახმარებით ატარებდა. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. „ერთ შეხვედრაზე პროგრამას ჰენი ჰენის ძმა, ბადუ თარგმნიდა, — იხსენებს დონ ფილდერი, რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში 1953 წელს ჩავიდა. — თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო; ბადუ ტომის ნათქვამს თარგმნიდა და მის ჟესტებსაც კი იმეორებდა. მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ტომის ნათქვამიდან ვერაფერს იგებდა. ის უბრალოდ ამბობდა იმას, რაც ჭეშმარიტების შესახებ იცოდა და ბუნებრიობის შესანარჩუნებლად ტომის ჟესტებს იმეორებდა“. ამგვარი სირთულეების მიუხედავად, ეს ჯგუფი სწრაფად გაიზარდა; მალე სოფელ ჰანუაბადაში მეორე ჯგუფიც ჩამოყალიბდა; ისინი შეხვედრებს რაჰო რაკატანის სახლში ატარებდნენ.

      „მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ“

      1952 წლის დასაწყისში ბობოგი ნაიორი, რომელიც კოიარი ტომის ერთ-ერთი თავკაცი და ცნობილი ექიმბაში იყო, თავის „ვანტოკს“ (თანატომელს), ჰენი ჰენის ესტუმრა და მის სახლში ჩატარებულ შეხვედრასაც დაესწრო. ნანახმა და მოსმენილმა ის იმდენად გააოცა, რომ მოგვიანებით ტომ კიტოსთან მივიდა და დაჟინებით სთხოვა: „გთხოვთ, მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ ჭეშმარიტება!“

      ცოტა ხნის შემდეგ ტომი და როვენა თავიანთი ძველი, პატარა სატვირთო ავტომობილით მართლაც გაუდგნენ 25-კილომეტრიან ტალახიან გზას პორტ-მორზბის ჩრდილოეთით მდებარე ბობოგის პატარა სოფელ ჰაიმასკენ. ტომმა უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს, თავად ბობოგიმ კი თარჯიმნობა გასწია. დაახლოებით 30-მა კაცმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

      ცოტა ხნის შემდეგ ჰაიმაში მცხოვრებმა დაინტერესებულებმა ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად პატარა დარბაზი ააგეს.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მაშინ ეს შეხვედრები ბიბლიის ერთ-ერთი შემსწავლელის, ჰენი ჰენი ნიოკის სახლში ტარდებოდა.

      იმ დროს 13 წლისა ბუნებით ძალიან მორცხვი ვიყავი. შევედი ჰენი ჰენის სახლში, სადაც 40 ჩემი თანასოფლელი შეკრებილიყო, ჩუმად დავჯექი უკან, თავი ხელებში ჩავრგე და მთელი შეხვედრის განმავლობაში ასე ვიყავი. ძალიან მომეწონა მოსმენილი და შეხვედრებზე სიარული დავიწყე. მალე ჰენი ჰენიმ მთხოვა, რომ ტომ კიტოს მოხსენება ინგლისურიდან მოტუ ენაზე მეთარგმნა. დამსწრეთაგან უმეტესობას ეს ენა ესმოდა.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი]

      თავიდან კრებები ჰენი ჰენის სახლში ტარდებოდა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება