-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მთარგმნელობითი საქმიანობა წინ მიიწევს
«ქვეყანაში, სადაც 800-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ, აუცილებელია ერთი ან რამდენიმე საერთო ენა, რომლითაც ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობას შეძლებს, — ამბობს ფილიალის კომიტეტის წევრი და მთარგმნელობითი განყოფილების ზედამხედველი ტიმო რაიალეჰტო. — ამ მიზნისთვის იდეალურია მარტივი სავაჭრო ენები, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მათი, როგორც მეორე ენის, შესწავლა შედარებით იოლია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი. თუმცა ამ ენებზე არცთუ ისე ადვილია რთული აზრების გადმოცემა. ამის გამო ჩვენს მთარგმნელებს ხშირად სირთულეები ექმნებათ ზოგი ტერმინის თარგმნისას.
მაგალითად, გაირკვა, რომ ტოკ-პისინზე სიტყვა „პრინციპის“ ეკვივალენტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენმა მთარგმნელებმა ამის გამოსახატავად ტოკ-პისინის ორი სიტყვა გააერთიანეს და მიიღეს სიტყვა „სტიატოკ“ (ნიშნავს მიმართულების მიმცემ საუბარს), რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ აძლევს პრინციპები ადამიანს სწორ მიმართულებას. ეს სიტყვა მასმედიამაც აიტაცა და ბევრი, ვინც ტოკ-პისინზე ლაპარაკობს, იყენებს მას».
„საგუშაგო კოშკის“ გამოცემა მოტუ ენაზე 1958 წელს დაიწყო, ტოკ-პისინზე კი — 1960 წელს. სასწავლო სტატიები სიდნეიში (ავსტრალია) იბეჭდებოდა ცალკეულ ფურცლებზე, იკინძებოდა და შემდეგ პორტ-მორზბიში იგზავნებოდა. 1970 წელს ეს ჟურნალი 24-გვერდიანი გახდა, მისმა ტირაჟმა კი 3 500-ს გადააჭარბა. 24-გვერდიანი „გამოიღვიძეთ!“-ი ტოკ-პისინზე პირველად 1972 წლის იანვარში გამოვიდა. დღეისათვის ფილიალში ტოკ-პისინზე ითარგმნება „საგუშაგო კოშკი“, რომელიც თვეში ორჯერ გამოდის და „გამოიღვიძეთ!“-ი, რომელიც ამ ენაზე კვარტალში ერთხელ გამოდის; ჰირი-მოტუ ენაზე კი ითარგმნება „საგუშაგო კოშკის“ ყოველთვიური სასწავლო გამოცემა და კვარტალში ერთხელ გამოიცემა „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის.
„ცოტა ხნის წინ რამდენიმე ტრაქტატი ვთარგმნეთ ისეთ ენებზე, როგორიცაა კაუანუა, ენგა, ჯივაკა, მელპა და ოროკაივა, — ამბობს ტიმო რაიალეჰტო. — მაგრამ, რატომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება მაშინ, როცა ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებმა ტოკ-პისინი, ინგლისური ან ორივე ენა იციან? გვინდოდა, გაგვეგო, როგორ გამოეხმაურებოდა ხალხი სამეფოს შესახებ ცნობას მშობლიურ ენაზე. აღუძრავდა ეს მათ ინტერესს ჭეშმარიტებისადმი და განაწყობდა დადებითად იეჰოვას მოწმეებისადმი?
დიახ, ეს მართლაც ასე მოხდა! სინამდვილეში ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ძმებმა მრავალი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და ზოგმა, ვინც ადრე ეწინააღმდეგებოდა მოწმეებს, მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. როცა ადამიანები მშობლიურ ენაზე კითხულობენ პუბლიკაციებს, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათზე“.
ამჟამად მთარგმნელობით განყოფილებაში 31 და-ძმა მსახურობს. ისინი ლიტერატურას თარგმნიან ჰირი-მოტუ და ტოკ-პისინ ენებზე. 2009 წლის დეკემბერში ყველა ძალიან გაახარა ახალ მთარგმნელობით ოფისში გადასვლამ.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 155 გვერდზე]
მთარგმნელობითი ჯგუფი, 2010 წელი
-