საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მაგალითად, დაახლოებით 1970 წლიდან ფილიალი რეგულარულად იღებდა სამქადაგებლო ანგარიშებს მდინარე სეპიკთან მდებარე ერთ-ერთი შორეული სოფლიდან, თუმცა ძმებმა არ იცოდნენ, რომელი სოფლიდან იგზავნებოდა ეს ანგარიშები, კონკრეტულად ვინ უგზავნიდა მათ და რომელ კრებას მიეკუთვნებოდა ეს ადამიანი. ფილიალიდან სთხოვეს სარაიონო ზედამხედველს, ძმა მაიკ ფიშერს, რომ ეს ამბავი გაერკვია.

      „სოფლამდე რომ მიმეღწია, ათი საათი მოტორიანი კანოეთი ვიმგზავრე კოღოებით სავსე ჯუნგლების ვიწრო მდინარეებზე, — ყვება მაიკი. — ბოლოს, საღამო ხანს, როგორც იქნა, შევხვდი იმ იდუმალებით მოცულ ადამიანს, რომელიც ანგარიშებს აგზავნიდა ფილიალში. როგორც გაირკვა, ეს მამაკაცი წლების წინ სხვაგან ცხოვრობდა და კრებიდან გარიცხული იყო. ის დაბრუნებულიყო თავის სოფელში, მოენანიებინა ცოდვები და ქადაგება დაეწყო. ამ სოფლის 30 მაცხოვრებელი თავს უკვე იეჰოვას მოწმეს უწოდებდა და ზოგიერთი მათგანი უკვე მზად იყო, მონათლულიყო. ამ მონახულებიდან მალე ეს მომნანიე მამაკაცი კვლავ კრების წევრი გახდა, ფილიალმა კი ამ მხარეში ჯგუფის არსებობა ოფიციალურად სცნო“.

      1992 წელს სხვა სარაიონო ზედამხედველმა, დერილ ბრაიონმა, შეიტყო, რომ ქვეყნის შიდა ნაწილში, ერთ-ერთ შორეულ სოფელში ხალხს ჭეშმარიტების გაგება სურდა. «სოფელში რომ ჩავსულიყავი, ჯერ 80 კილომეტრი გავიარე ავტომობილით, მერე საათ-ნახევარი ფეხით ვიარე გაუვალ ჯუნგლებში, ბოლოს კი ერთი საათი კანოეთი ვიმგზავრე დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, — იხსენებს დერილი. — ძალიან გავოცდი, როცა ცადაწვდენილი მთების ფონზე ახლად აშენებული შენობა დავინახე, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო გაკეთებული: „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი“.

      ამ დარბაზში დაახლოებით 25 დაინტერესებული იკრიბებოდა კვირაობით და სწავლობდა წიგნს: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. ვინაიდან ისინი თავიანთ თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ, ვკითხე, ბეტელის კაკალს თუ ღეჭავდნენ. „რა თქმა უნდა, არა! — მიპასუხეს. — ერთი წლის წინ, როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, თავი დავანებეთ მის ღეჭვას“. ცხადია, ძალიან გამიხარდა, როცა ფილიალმა ეს ჯგუფი ჩემი რაიონის შემადგენლობაში შეიყვანა».

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 115 გვერდზე]

      მაიკ ფიშერი მდინარე სეპიკზე

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება