საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • გოროკას აღმოსავლეთით, ქალაქ კაინანტუსთან ახლოს ნორმ შარინი 50-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდა ბიბლიას თავის ქოხში. შესწავლებს ის ყოველდღე ატარებდა. მოგვიანებით, ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში, ამ ჯგუფზე პიონერები ბერნტ და ერნა ანდერსონები ზრუნავდნენ. „ეს ხალხი იშვიათად იბანდა და თითქმის შიშველ-ტიტველი დადიოდა, მათ წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ და დემონიზმი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მოთმინებითა და სიყვარულით გაწეულმა მზრუნველობამ თავისი ნაყოფი გამოიღო — ზოგმა საკმაოდ მალე შეძლო 150 მუხლის ზეპირად დამახსოვრება და მათი ახსნა-განმარტება“, — იხსენებს ერნა.

      ბერნტსა და ერნას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ შემსწავლელებთან. „როდესაც დანიშნულება მივიღეთ და კავინგში უნდა გადავსულიყავით, ქალები შემომეხვივნენ და ტიროდნენ. რიგრიგობით მისვამდნენ მკლავებზე და სახეზე ხელებს და ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები, — ამბობს ერნა. — დროდადრო შევდიოდი ქოხში, რომ მეტირა; ამ დროს ბერნტი მათ დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბოლოს, როდესაც ჩვენი ავტომობილი ადგილიდან დაიძრა და დაღმართზე დაეშვა, უამრავი ხალხი გამოგვედევნა; ქალები ხმამაღლა ტიროდნენ. დღესაც თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ვიხსენებ იმას, რაც იმ დღეს განვიცადე. ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ახალი ქვეყნიერება, რომ ეს ძვირფასი ხალხი კვლავ ვნახოთ!“ ბერნტისა და ერნას მიერ დაწყებული საქმე სხვა პიონერებმა გააგრძელეს და კაინანტუში შესანიშნავი კრება ჩამოაყალიბეს.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • სამეფოს თესლის თესვას ნაყოფი გამოაქვს

      70-იანი წლების დასაწყისში მოწმეთა პატარა ჯგუფი უკვე აქტიურად ქადაგებდა გოროკადან დასავლეთით 130 კილომეტრში მდებარე ქალაქ მაუნტ-ჰაგენში. ამ ქალაქში ყოველკვირა იმართებოდა დიდი ბაზრობა და შორეული სოფლებიდან ათასობით ადამიანი ჩადიოდა. „ასობით პუბლიკაციას ვავრცელებდით ამ ბაზრობაზე“, — იხსენებს უშიშარი პიონერი და დოროთი რაიტი. როდესაც ხალხი თავ-თავის სოფლებში ბრუნდებოდა, სამეფოს ცნობაც თან მიჰქონდა. ამგვარად სასიხარულო ცნობამ ისეთ დაშორებულ ადგილებამდეც კი მიაღწია, სადაც მაუწყებლები ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ ჩასვლას.

      მოგვიანებით დოროთის ვაჟი, ჯიმ რაიტი, სხვა პიონერთან, კერი კეი-სმითთან ერთად მაუნტ-ჰაგენის აღმოსავლეთით ჩაისა და ყავის პლანტაციებით მდიდარ ვაგის თვალწარმტაც ველზე მდებარე ქალაქ ბანზში გააგზავნეს. აქ ისინი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისგან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ; სასულიერო პირები ბავშვებს აქეზებდნენ, მათთვის ქვები დაეშინათ და სოფლიდან გაეძევებინათ. როდესაც კერიმ ახალი დანიშნულება მიიღო, ჯიმი ბანზში დარჩა და მარტო განაგრძო პიონერული მსახურება. ის იხსენებს: «ღამღამობით, როცა ჩემს ქოხში დასაძინებლად ვწვებოდი, ვლოცულობდი და ღმერთს ვეკითხებოდი: „იეჰოვა, რატომ ვარ აქ?“ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივიღე.

      2007 წელს ავსტრალიიდან ბანზში ჩავედი, საოლქო კონგრესს რომ დავსწრებოდი. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ერთ დროს ჩემი პატარა ქოხი იყო, ახალი, შესანიშნავი სამეფო დარბაზი იდგა. შესაძლებელი იყო ამ დარბაზის დროებით 1 000-კაციან საკონგრესო დარბაზად გადაკეთებაც. მივედი თუ არა იქ, ერთმა ძმამ მოირბინა ჩემთან, გადამეხვია და აქვითინდა. ბოლოს, როცა დამშვიდდა, ამ ძმამ, პოლ ტაიმ, მითხრა, რომ 36 წლის წინ თურმე მამამისს ვასწავლიდი ბიბლიას. პოლს მოგვიანებით მამამისის წიგნები წაეკითხა, ჭეშმარიტება მიეღო და ახლა კრებაში უკვე უხუცესად მსახურობდა.

      ამ კონგრესზე ჩემგან ინტერვიუ აიღეს და მომაყოლეს, თუ როგორ გვდევნიდნენ პირველ ხანებში ბანზში ჩასულებს, — ამბობს ჯიმი. — ამან თითქმის მთელი დარბაზი აატირა. პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ძმა მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და თვალცრემლიანებმა ბოდიში მომიხადეს. თურმე ეს ის ბავშვები ყოფილან, რომლებიც ქვებს მესროდნენ, მლანძღავდნენ და სოფლიდან მაგდებდნენ. მათ შორის იყო ლუთერანული ეკლესიის ყოფილი მსახური, მანგი სამგარიც; სწორედ ის აქეზებდა ამ ბავშვებს. ახლა კი ის უკვე უხუცესი იყო. ამ კონგრესზე მართლაც ბევრი საინტერესო შეხვედრა მქონდა!»

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება