საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მოგვიანებით, ჯიმისა და ლაიონელის წასვლის შემდეგ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ავსტრალიელი პიონერი, გლენ ფინლეი, ჩავიდა იქ და 18 თვის განმავლობაში მარტოდმარტო ქადაგებდა. „ძალიან გამიჭირდა, — ამბობს გლენი. — ზოგჯერ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ძალისხმევად. მაგრამ ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რამაც თვალსაზრისი შემიცვალა და თავმდაბლობა მასწავლა.

      ერთ-ერთი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, ხანდაზმული პურის მცხობელი, ჰევოკო იყო. მას ელემენტარული განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული. რამდენიმე თვის განმავლობაში ძლივძლივობით დაიმახსოვრა ბიბლიიდან რამდენიმე ძირითადი საკითხი. ხშირად ვფიქრობდი, რამდენად ღირდა მასთან ბიბლიის შესწავლის გაგრძელება. მაგრამ ერთ დილას, როცა მის სახლს მივუახლოვდი, ვიღაცის ხმა შემომესმა; გავჩერდი და ყური დავუგდე. ეს ჰევოკო იყო. ის ხმამაღლა და მხურვალედ ლოცულობდა; მადლობას უხდიდა იეჰოვას, რომ მას ჭეშმარიტება გააგებინა მისი სახელისა და სამეფოს შესახებ. მისმა გულწრფელმა ლოცვამ შემახსენა, რომ იეჰოვა გულებს უყურებს და არა იმას, ვის რამდენის ათვისების უნარი აქვს. ის კარგად იცნობს ყველას, ვისაც უყვარს ის“ (იოან. 6:44).

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • რაც უფრო ფართოვდებოდა სამქადაგებლო ტერიტორია, პიონერები მით უფრო თავგამოდებით შრომობდნენ, რომ ლიტერატურა სხვა ენებზეც ეთარგმნათ. ჯიმ სმითი იხსენებს: «ახალ სიტყვებსა და ფრაზებს ვიწერდი. ძალ-ღონე არ დავიშურე, ტარუმა ენაზე ლექსიკონი რომ შემედგინა და გრამატიკული ჩანაწერები გამეკეთებინა. სწორედ მათი დახმარებით ვთარგმნიდი „საგუშაკო კოშკის“ სასწავლო სტატიებს. ხშირად გვიანობამდე ვუჯექი საბეჭდ მანქანას, რათა მათთვის, ვინც კრების შეხვედრებს ესწრებოდა, ნათარგმნი სტატია დამებეჭდა. მოგვიანებით ერთი ტრაქტატი და ერთი ბროშურაც გადავთარგმნე ტარუმა ენაზე. ეს პირველი პუბლიკაციები ბევრ კერემელს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში».

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • სასიხარულო ცნობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც ვრცელდება

      1956 წლის ივნისში პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბისმარკის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ახალ ირლანდიაზე, პირველი იეჰოვას მოწმეები ჩავიდნენ. ესენი იყვნენ ახალდაქორწინებული კენ და როზინა ფრეიმები. ისინი პიონერები იყვნენ. კენი, რომელიც პროფესიით ბუღალტერი იყო, კუნძულის უდიდეს ქალაქში, კავიენგში, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა. «ჯერ კიდევ სიდნეიში გვირჩიეს, რომ სანამ ღიად დავიწყებდით ქადაგებას, კარგი იქნებოდა, ჯერ ხალხს გავეცანით. როზინა კარგი მკერავი იყო და მალე ბევრი კლიენტი გამოუჩნდა. მათთან არაფორმალურად ვქადაგებდით. ცოტა ხანში დაინტერესებულთა პატარა ჯგუფი კვირაში ერთხელ ჩვენს სახლში იკრიბებოდა, ოღონდ ისე, რომ სხვებისთვის თვალში მოსახვედრი არ ყოფილიყო.

      თვრამეტი თვის შემდეგ სარაიონო ზედამხედველმა, ჯონ კატფორტმა მოგვინახულა და გვკითხა, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი, დაინტერესებულებისთვის და სხვებისთვის გვეჩვენებინა ფილმი „ახალი ქვეყნიერების ბედნიერი საზოგადოება“. ადგილობრივი კინოთეატრის მფლობელს დაველაპარაკე და ნება დაგვრთო, უფასოდ გვეჩვენებინა ეს ფილმი ხალხისთვის. როგორც ჩანს, მის თანამშრომლებს ხმა გაევრცელებინათ, რომ ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. როცა კინოთეატრთან მივედით, შესასვლელი ხალხით იყო გადაჭედილი და პოლიცია რომ არა, ვერაფრის დიდებით ვერ შევაღწევდით შიგნით. ჩვენებას 230-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც ღია ფანჯრებიდან უყურებდა. ამის შემდეგ უფრო თამამად ვქადაგებდით».

      1957 წლის ივლისში ახალი ბრიტანეთის ულამაზეს საპორტო ქალაქ რაბაულში, რომლის ორივე მხარესაც მოქმედი ვულკანია, კრება ჩამოყალიბდა. რაბაულის კრება სპეციალური პიონერების მიერ დაქირავებული სახლის უკანა ეზოში ტარდებოდა. პიონერი ნორმ შარინი იხსენებს: „ყოველ საღამოს ასზე მეტი ადამიანი მოდიოდა ბიბლიის შესასწავლად. მათ დაახლოებით 20-20-კაციან ჯგუფებად ვყოფდით და ხეების ქვეშ ლამპის შუქზე ვუტარებდით შესწავლებს“.

      როდესაც ამ კრების პირველი სარაიონო კონგრესი ჩატარდა, შვიდი ადამიანი მოინათლა ახლომდებარე სანაპიროზე. ხუთმა მათგანმა მალევე დაიწყო პიონერული მსახურება. მაგრამ, სად იქნებოდა მათი მსახურება ყველაზე ნაყოფიერი? ავსტრალიის ფილიალმა ისინი მადანგში გააგზავნა.

      პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ მადანგში „ყანები“ მზად იყო მოსამკელად (იოან. 4:35). იქაურ მაუწყებელთა პატარა ჯგუფი დაინტერესებულებზე ზრუნვას ვერ აუდიოდა. მაგრამ, როდესაც ამ ქალაქში კანადელი პიონერი მეთიუ პოპი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად და სახლი შეიძინა, რომლის ეზოშიც რამდენიმე პატარა სახლი იდგა, შესაძლებელი გახდა იქ უფრო მეტი პიონერის გაგზავნა.

      მადანგის ოლქში რაბაულიდან რვა პიონერი ჩავიდა საქადაგებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, ტამულ მარუნგმა, ველოსიპედი იყიდა და გემით თავის მშობლიურ სოფელში, ბასკენში ჩავიდა, რომელიც მადანგიდან ჩრდილოეთით 48 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ბასკენში ქადაგების შემდეგ ველოსიპედით მადანგში დაბრუნდა და გზადაგზა ქადაგებდა. მოგვიანებით ბასკენში დაბრუნდა, კრება ჩამოაყალიბა და კიდევ 25 წელი იმსახურა იქ პიონერად. ამასობაში ის დაქორწინდა და შვილებიც ეყოლა. წლების შემდეგ მისი ქალიშვილი და ძმისშვილი ბეთელში მსახურობდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება