საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • 1957 წელს პორტ-მორზბიში მცხოვრებმა 26 წლის ავსტრალიელმა ძმამ, დეივიდ უოლკერმა გაიგო, რომ ახლომდებარე სოფელ მანუ-მანუსა და გაბადის ოლქში მცხოვრებ ხალხს ჭეშმარიტება აინტერესებდა. დეივიდმა მიატოვა სამსახური, დაიწყო სპეციალურ პიონერად მსახურება და ერთი წლის განმავლობაში ამ მხარეში მარტოდმარტო მსახურობდა. მოგვიანებით მას სხვებმაც მიჰბაძეს და დღეისათვის მანუ-მანუში კრებაც არის და სამეფო დარბაზიც.

      იმ ხანებში კოკის ბაზარში (პორტ-მორზბი) ქადაგებისას დონ ფილდერი შეხვდა რამდენიმე მეთევზეს, რომლებიც დაინტერესდნენ ჭეშმარიტებით. ეს მამაკაცები იყვნენ ჰულადან, ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფლიდან, რომელიც პორტ-მორზბის აღმოსავლეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა. მათთვის და მათი ოჯახებისთვის სულიერი დახმარება რომ აღმოეჩინა, ათოლ (დეფ) რობსონთან და რამდენიმე ჰულელ დაინტერესებულთან ერთად დონი ჰულაში თავისი ახალი, 8-მეტრიანი, ორგარსიანი კანოეთი ჩავიდა. ისინი იქ სამი დღე დარჩნენ და ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

      მას შემდეგ მალევე დონი ჰულაში ჩავიდა როგორც სპეციალური პიონერი და თან წაიყვანა თავისი ცოლი, შერლი, და ორი წლის გოგონა, დები. „ავაგეთ პატარა ქოხი და დავიწყეთ ახლომდებარე ხუთ სოფელში ქადაგება, — იხსენებს დონი. — ყოველდღე 12 კილომეტრის გავლა გვიწევდა ფეხით. მართალია, ფიზიკურად ძალიან ვიღლებოდით, სამაგიეროდ სულიერად ვმხნევდებოდით, რადგან ბევრ ბიბლიის შესწავლას ვიწყებდით და მალე რვა ახალი მაუწყებელიც შემოგვემატა“.

      დონისა და შერლის ქადაგებამ ადგილობრივი გაერთიანებული ეკლესიის მსახური განარისხა. მან წააქეზა იმ ადგილის მეპატრონე, რომლის ნაკვეთზეც დონისა და შერლის ქოხი ჰქონდა აგებული, რომ გაეძევებინა ისინი იქიდან. „როდესაც ეს ამბავი მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს, ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ჩვენი იქიდან გაშვება არ უნდოდათ, — იხსენებს დონი. — დაახლოებით 20 ადამიანი მოვიდა ჩვენ დასახმარებლად, რომ ჩვენი ქოხი, თავის საძირკვლიანად, მათ სოფელში გადაგვეტანა“.

      განრისხებული ეკლესიის მსახური ამას არ დასჯერდა. ის ყველანაირად შეეცადა, დაეყოლიებინა პორტ-მორზბის მთავრობის წარმომადგენლები, რათა ფილდერებისთვის იმ ოლქში ქოხის დადგმის უფლება არ მიეცათ. „ნაცვლად იმისა, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა, — გვიყვება დონი, — გამოცდილ დურგალს, ალფ გრინს ვთხოვეთ, ჩვენი ქოხის მასალისგან ჩვენივე ორგარსიან კანოეზე პატარა ოთახი დაედგა. ერთ-ერთი მდინარის შესართავთან მანგროს ხეებით დაფარულ ჭაობში ჩავუშვით ღუზა. მომდევნო ორ-წელიწად ნახევარი ვცხოვრობდით ამ კოღოების ბუდეში, სადაც ნიანგებიც მრავლად იყო და თანაც პიონერებად ვმსახურობდით“. ისინი პორტ-მორზბიში მეორე გოგონას, ვიკის დაბადების შემდეგ დაბრუნდნენ.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მალე კერემაში ორი სპეციალური პიონერი დანიშნეს. ესენი იყვნენ ჯიმ სმითი და ლაიონელ დიგელი ავსტრალიიდან. მათ მაშინვე დაიწყეს ადგილობრივი ენის, ტარუმას, სწავლა. „სიტყვებს მოტუ ენაზე ვამბობდით, ბიბლიის შემსწავლელი კი მათ ტარუმა ენაზე იმეორებდა და ჩვენ ვიწერდით, — გვიამბობს ჯიმი. — ასე შევადგინეთ პატარა ლექსიკონი და ვისწავლეთ მარტივი შეთავაზებები. ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ ენაზე ველაპარაკებოდით. იქ მცხოვრები სხვა თეთრკანიანები ასე არ იქცეოდნენ. სამი თვის შემდეგ ყოველკვირა ვატარებდით შეხვედრებს ტარუმა ენაზე კერემას ყურის ორივე მხარეს“.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • სამრეწველო საქონლის კულტი

      1960 წელს ორი ავსტრალიელი სპეციალური პიონერი, სტივენ ბლანდი და ალენ ჰოსკინგი, კერემას აღმოსავლეთით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ სავაივირიში გადავიდა. ისინი პირველი სამი თვე კარავში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი პატარა ხის ქოხში, რომელიც ჭაობით გარშემორტყმულ ქოქოსის პლანტაციაში იდგა.

      სავაივირი ცნობილი იყო იმით, რომ იქ სამრეწველო საქონლის კულტი ყვაოდა. საიდან იღებს დასაბამს ეს კულტი? მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე ბევრი უცხოელი ჯარისკაცი ჩავიდა. ადგილობრივები გააოცა მათ მიერ ჩატანილმა აურაცხელმა სიმდიდრემ, ანუ „სამრეწველო საქონელმა“. ომის დამთავრების შემდეგ ჯარისკაცებმა აიკრეს გუდა-ნაბადი და იქაურობა დატოვეს. სოფლის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა დაასკვნა, რომ ვინაიდან „საქონელი“ ჰორიზონტის იქიდან, ანუ მათი აზრით სულების სამფლობელოდან იყო ჩამოტანილი, ის მათი გარდაცვლილი წინაპრების მიერ იქნებოდა გამოგზავნილი, ჯარისკაცებმა კი უბრალოდ მისი ნაწილი გაიტაცეს. სულების ყურადღების მისაპყრობად ხალხმა ვითომცდა სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო; ააგეს დიდი გემების მისადგომები, რათა მომზადებული შეხვედროდნენ იმ დიდებულ დღეს, როცა საქონლის ახალი პარტია ჩავიდოდა.

      ცოტა ხანში სტივენი და ალენი ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ ამ სოფლის 250 მაცხოვრებელთან, რომლებიც სამრეწველო საქონლის კულტის მიმდევრები იყვნენ. მათ შორის იყვნენ მათი წინამძღოლი და მის „თორმეტ მოციქულთაგან“ ზოგიერთი. „ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება, — გვიამბობს სტივენი — ერთხელ პოლიციის თანამშრომელმა გვითხრა, რომ სწორედ ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას მიუძღვოდა უდიდესი წვლილი სავაივირიში სამრეწველო საქონლის კულტის დასამარებაში“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება