-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
„ყველგან ვქადაგებდით, სადაც კი ხალხი იყო“, — იხსენებს ელსი თიუ. ის თავის ქმართან, ბილთან, ერთად 1958—1966 წლებში მსახურობდა პაპუა-ახალ გვინეაში. „ხალხს ვესაუბრებოდით თავიანთ სოფლებში, სახლებსა თუ ბაღებში, ბაზრებში და სოფლის გზებზე; ვესაუბრებოდით მეთევზეებს ზღვისა თუ მდინარის სანაპიროებზე. თავიდან მსოფლიო რუკაც დაგვქონდა თან, რათა მივარდნილ სოფლებში მცხოვრები ხალხისთვის გვეჩვენებინა, საიდან ვიყავით ჩამოსული. ეს აუცილებელიც იყო, რადგან მათთან მისვლა ზოგჯერ პატარა თვითმფრინავებითაც გვიხდებოდა და გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მცხოვრები ხალხი ფიქრობდა, რომ ზეციდან ვიყავით ჩამოცვენილნი! ასე რომ, რუკის დახმარებით ვაჩვენებდით, რომ ჩვენც ამ ქვეყნიერებისანი ვიყავით, ოღონდ დედამიწის სხვა ნაწილიდან“.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 127 გვერდზე]
ელსი და ბილ თიუები
-