საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • დაუვიწყარი შეკრებები

      1955 წლის ივლისში კანადელი ჯონ კატფორტი, რომელიც ავსტრალიაში მისიონერად მსახურობდა, პორტ-მორზბის ეწვია, როგორც სარაიონო ზედამხედველი. მას ძალიან მოეწონა ეს ტროპიკული ქვეყანა, იქაური თავმდაბალი ხალხი და მათი ცხოვრების სტილი. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პაპუა-ახალ გვინეაში 35 წელზე მეტ ხანს იმსახურებდა.

      ჯონს თან ჰქონდა დოკუმენტური ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ ეწეოდა ორგანიზება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას და როგორ ტარდებოდა მათი კონგრესები. მან თავისი სამ-კვირიანი სტუმრობის დროს 14-ჯერ მოაწყო ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენებებს ასობით ადამიანი ესწრებოდა, ერთხელ კი დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი. ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. ბევრს მანამდე კინოფილმი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

      ჯონის სტუმრობა ჰაიმაში ერთდღიანი სარაიონო კონგრესით დასრულდა. „როდესაც მონათვლის მსურველებს სთხოვეს, ამდგარიყვნენ, სამოცდაათი ადამიანი წამოდგა ფეხზე, — იხსენებს ტომ კიტო. — უდიდეს მადლიერებას ვგრძნობდით, როცა ვხედავდით მდინარის პირას ჩამწკრივებულ 40 ძმასა და 30 დას, რომელთაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მონათვლა სურდათ“.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ნახატებით ქადაგება

      1957 წელს ჯონ კატფორტი საცხოვრებლად გადავიდა პაპუა-ახალ გვინეაში და მიმოსვლით მსახურებას შეუდგა. მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა პირველად მოინახულა, ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი მეთოდი იქნებოდა ყველაზე ეფექტური ადგილობრივ მოსახლეობასთან ქადაგებისას, რადგან უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცოდა. ახლა ის უკვე მზად იყო, ხორცი შეესხა თავისი იდეებისთვის.

      კრების ან დამოუკიდებელი ჯგუფის მონახულების დაწყებისას ჯონი თარჯიმნისა და თავის სახელებს დაფაზე წერდა. შემდეგ ზეცისკენ მიუთითებდა და დამსწრეებს ეკითხებოდა: „რა ჰქვია ღმერთს?“. დაფაზე დაწერდა მათ პასუხს — „იეჰოვა“ — მის ზემოთ კი წააწერდა „ფსალმუნის 83:18“-ს. ქვემოთ მარცხენა ნაწილში წერდა: „ძველი ქვეყნიერება“ და ხატავდა ორ მოჩხუბარ კაცს, მომტირალ ადამიანს, საფლავს და გვერდით „რომაელების 5:12“-ს უწერდა. დაფის მარჯვენა ნაწილში კი წერდა: „ახალი ქვეყნიერება“, ხატავდა ორ კაცს, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, მომღიმარ სახესა და გადახაზულ საფლავს, ბოლოს კი მიაწერდა „გამოცხადების 21:4“-ს. ამის შემდეგ ენთუზიაზმით წარმოთქვამდა თავის მოხსენებას და ნახატების მნიშვნელობას ხსნიდა. ბოლოს რამდენიმე დამსწრეს სთხოვდა, გამოსულიყო და გაემეორებინა მისი ნათქვამი. მას შემდეგ, რაც ნასწავლს დაიმახსოვრებდნენ, ჯონი ეუბნებოდა მათ, ქაღალდზე გაეკეთებინათ მსგავსი ნახატები და ქადაგებისას გამოეყენებინათ.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [ჩარჩო⁄სურათი 91 გვერდზე]

      მან ბევრის გული მოიგო

      პაპუა-ახალ გვინეაში მსახურებისას ჯონ კატფორტმა ბევრის გული მოიგო. ვნახოთ, რას ამბობენ მასზე მისიონერები და სხვა მაუწყებლები, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა (იგავ. 27:2).

      ერნა ანდერსონი: «ჯონი გვეუბნებოდა: „ნამდვილი მისიონერი ყველასათვის ყველაფერი ხდება. თუ დასაჯდომად კუნძს შემოგთავაზებენ, დასხედით — ის საუკეთესოა, რისი შემოთავაზებაც მათ შეუძლიათ. თუ უხეშ საწოლზე დაწოლას შემოგთავაზებენ, დაწექით — ის მათ მზრუნველობით მოგიმზადეს. თუ უჩვეულო საჭმელს შემოგთავაზებენ, შეჭამეთ — ის სიყვარულით არის მომზადებული“. ჯონმა თავგანწირული მისიონერული მსახურების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა».

      ავაკ დუვუნი: «კოლონიური მმართველობის დროს ჯონმა არა მარტო დაამსხვრია თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის ბარიერი, არამედ გააცამტვერა კიდეც. „არანაირი განსხვავება არ არის შავ კაცსა და თეთრ კაცს შორის“, — ხშირად ამბობდა ხოლმე ის. მას ყველა უყვარდა».

      პეტერ ლინკი: «ერთ ნაშუადღევს მთელი დღის ნამგზავრი ჯონი დაღლილ-დაქანცული და მტვრიანი მოვიდა ჩვენთან გოროკაში. თუმცა ვახშმის შემდეგ თქვა: „დღეს ჯერ არავისთვის არაფერი გამიკეთებია“ და მართალია ბნელდებოდა, მაინც წავიდა ერთი ადგილობრივი ოჯახის გასამხნევებლად. ის ყოველთვის სხვებზე ფიქრობდა. ის ყველას გვიყვარდა».

      ჯიმ დობინსი: „ჯონმა გვასწავლა, გვეცხოვრა და გვესწავლებინა უბრალოდ; იესოს მსგავსად გამოგვეყენებინა ისეთი მაგალითები, რომელსაც ხალხი ადვილად გაიგებდა. ამის საშუალებით შევძელით, სასიხარულო ცნობა გაგვეცნო მათთვისაც, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა.“

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 87 გვერდზე]

      ჯონ კატფორტი

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათები 90 გვერდზე]

      მარჯვნივ: ჯონ კატფორტი სურათების მეშვეობით ასწავლის; ქვემოთ: ძმას სურათების დაფა დააქვს მსახურების დროს სოფლებში

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება