საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ქადაგება მთიან მხარეში

      იმავე თვეს ტომ და როვენა კიტოები პორტ-მორზბიდან რამდენიმე კვირით გაემგზავრნენ. მოგზაურობა საკმაოდ დამქანცველი აღმოჩნდა. მათ სასიხარულო ცნობა იქადაგეს ახალი გვინეის მთაგორიან მხარეში, სადაც ჯერ არავის ექადაგა.

      30 წლით ადრე ამ მთიან მხარეს ავსტრალიელი ოქროსმაძიებლები ესტუმრნენ, სადაც გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილი თითქმის ერთმილიონიანი მოსახლეობა აღმოაჩინეს. იქაურ თავზარდაცემულ მაცხოვრებლებს ეს თეთრკანიანი მამაკაცები საიქიოდან დაბრუნებული წინაპართა სულები ეგონათ.

      ოქროსმაძიებელთა კვალდაკვალ იქ ქრისტიანული სამყაროს მისიონერებიც ჩავიდნენ. „შეიტყვეს თუ არა ამ მისიონერებმა ჩვენი ჩასვლის ამბავი, სოფლის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, არ მოესმინათ ჩვენთვის, — იხსენებს როვენა. — მაგრამ მათ ამით კარგი რეკლამა გაგვიწიეს. იქაურები, რომლებიც ძალიან ცნობისმოყვარენი იყვნენ, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩასვლას“.

      ტომმა და როვენამ პატარა მაღაზია გახსნეს ვაბაგში, ქალაქ მაუნტ-ჰაგენიდან ჩრდილო-დასავლეთით 80 კილომეტრში. „მღვდლებმა თავიანთ მრევლს აუკრძალეს ჩვენთან ლაპარაკი, ჩვენგან რაიმეს ყიდვა ან ჩვენთვის რაიმეს მოყიდვა და ისიც კი მოითხოვეს, რომ ჩვენთვის გაეუქმებინათ იჯარის ხელშეკრულება, — ამბობს ტომი. — მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ ძალიან განვსხვავდებოდით სხვა თეთრკანიანებისგან. მათთვის ყველაზე უფრო შესამჩნევი ის იყო, რომ კარგად ვექცეოდით. ჩვენი კარგი საქციელის დამნახველთ, ხშირად თვალზე ცრემლიც კი ადგებოდათ ხოლმე და გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდოდათ ჩვენი არსად გაშვება“.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ◼ მაშინ, როცა ტომ და როვენა კიტოები ვაბაგში (ენგას პროვინცია) ჩამოვიდნენ, ადგილობრივმა ეკლესიებმა მათზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტომი და როვენა საფლავებს თხრიდნენ და მიცვალებულებს ჭამდნენ. ამ ამბებმა ძალიან შემაშინა.

      ერთ დღეს ტომს მამაჩემისთვის უკითხავს, ხომ არ იცოდა ვინმე ახალგაზრდა ქალი, რომელიც მის ცოლს სახლის საქმეებში მიეხმარებოდა. მამაჩემს ეთქვა, რომ მე შევძლებდი ამის გაკეთებას. ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა მაიძულა, უარი არ მეთქვა ამ სამუშაოზე.

      მოგვიანებით ტომმა და როვენამ მკითხეს: „როგორ ფიქრობ, რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?“

      — კარგი ადამიანები ზეცაში მიდიან, — ვუპასუხე მე.

      — ბიბლიაში წაიკითხე ეს? — მკითხეს მათ.

      — სკოლაში არ მივლია და წერა-კითხვა არ ვიცი, — ვუპასუხე.

      მ ათ დამაწყებინეს წერა-კითხვის სწავლა და ნელ-ნელა დავიწყე ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება. როდესაც კათოლიკურ ეკლესიაში სიარული შევწყვიტე, ეკლესიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა მკითხა: „რატომ აღარ დადიხარ ეკლესიაში? იმ თეთრკანიანმა ცოლ-ქმარმა მოგპარა გული?“

      — დიახ, — ვუპასუხე მე. — ჩემი გული ახლა მათთან არის, რადგან ვიცი, რომ ისინი ჭეშმარიტებას მასწავლიან.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 110 გვერდზე]

      ტომ და როვენა კიტოები ვაბაგში თავიანთი მაღაზიისა და სახლის წინ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება