-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
კორა ლეკე ავადმყოფების სამკურნალოდ ჯადოქრობას მიმართავდა და ბალახეულობას იყენებდა. თუმცა, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, დიდი ბრძოლა მოუწია, თავი რომ დაეღწია იმ სულისგან, რომელიც ჯადოქრობაში ეხმარებოდა. სოარეს მსგავსად კორასაც გადაწყვეტილი ჰქონდა, გაეწყვიტა ყველანაირი კავშირი დემონებთან და იეჰოვას დახმარებით მან ეს შეძლო. მოგვიანებით ის ჯერ სრული დროით პიონერად მსახურობდა, შემდეგ კი სპეციალურ პიონერად. ხანდაზმულობის დროსაც კი, როცა უკვე სიარული უჭირდა, ეს ერთგული ძმა თავის მეზობლებს უზიარებდა სასიხარულო ცნობას.
როგორ ახერხებდა კორა იმ ადგილზე მისვლას, სადაც ქადაგება უყვარდა? ძმებს ის ურიკით, მათთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტით, მიჰყავდათ. მოგვიანებით ფილიალში მომსახურე ერთმა მარჯვე ძმამ ეტლი გაუკეთა ჩვეულებრივი რკინის სკამის კარკასით, ველოსიპედის ბორბლებითა და ბრეზენტით. გადაადგილების ახალმა საშუალებამ კორას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა და ის სრულად სარგებლობდა ამით. მართლაც, რაოდენ დიდ მაგალითს გვაძლევენ ასეთი ხანდაზმულები და როგორ უთბობენ ისინი გულს იეჰოვას! (იგავ. 27:11).
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 135 გვერდზე]
კორა ლეკე
-