-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მათ შორის, ვინც ამ დროს ჭეშმარიტების მხარე დაიკავა, იყვნენ რაჰო და კონიო რაკატანები, ოდა სიონი, გევა ნიოკი და მისი ქმარი ჰენი ჰენი, რომელმაც 16 წლით ადრე „სინათლის მატარებლის“ ეკიპაჟის წევრებისგან მიიღო ბიბლიური ლიტერატურა. მალე ჰენი ჰენის სახლში 30-მდე დაინტერესებული რეგულარულად ესწრებოდა შეხვედრებს. „კაცები ოთახის ერთ მხარეს ისხდნენ, ქალები კი — მეორე მხარეს, — იხსენებს ოდა სიონი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო. — ქალებს ბალახისგან დამზადებული ქვედაბოლოები ეცვათ, ზემოდან კი შიშვლები იყვნენ. თავიანთი პატარები ფერად-ფერადი ბადე-ჩანთებით დაჰყავდათ. შეხვედრების დროს ამ ჩანთებს ჭერის კოჭებზე გადაჰკიდებდნენ ხოლმე; მოაწოვებდნენ ძუძუს ბავშვებს, ჩააწვენდნენ ჩანთებში და ნელ-ნელა აქანავებდნენ, რომ ჩასძინებოდათ“.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 78 გვერდზე]
პირველი ადგილობრივი მაუწყებლები, მარცხნიდან მარჯვნივ: ბობოგი ნაიორი, ჰენი ჰენი ნიოკი, რაჰო რაკატანი, ოდა სიონი
-