საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გჯერათ, რომ იქნება სამოთხე?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ოქტომბერი
    • უფრო ცხადად დაინახეთ სამოთხე

      15. რატომ არ მიეცა მოსეს იმის საშუალება, რომ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შეეყვანა, მაგრამ რა დაინახა მან?

      15 დაფიქრდით კიდევ ერთ მხარეზე, რაც წინასწარ გვიქმნის სამოთხის სურათს. უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ ისრაელები მოსემ მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მოაბის ველებთან მიიყვანა. იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ მოსე, მანამდე დაშვებული შეცდომის გამო, არ გადაიყვანდა ისრაელს იორდანეს გაღმა (რიცხვნი 20:7—12; 27:12, 13). მოსე ღმერთს შეევედრა: «გთხოვ, გადავიდე და ვიხილო ის კარგი [„მადლიანი“, სსგ] ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა». თუმცა იმ ქვეყანაში არ შევიდოდა, მთა ფისგაზე ასვლისა და იქიდან ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის ხილვისას მოსემ ცხადად დაინახა, რომ ის მართლაც „მადლიანი ქვეყანა“ იყო. თქვენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია? (მეორე რჯული 3:25—27).

      16, 17. ა) რა მხრივ განსხვავდებოდა ძველი დროის აღთქმული მიწა იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ? ბ) რის საფუძველზე შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ აღთქმული მიწა ერთ დროს სამოთხეს ჰგავდა?

      16 მხედველობაში თუ მიიღებთ იმას, როგორც დღეს გამოიყურება ამ რეგიონის უმეტესი ნაწილი, თვალწინ შეიძლება წარმოგიდგეთ გახრიოკებული და ქვიშიანი ტერიტორია, ქვიანი უდაბნოები და პაპანაქება სიცხეები. მაგრამ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბიბლიურ დროში მთელი ეს რეგიონი სრულიად განსხვავებული იყო. როგორც აგრონომი უოლტერ ლოუდერმილკი განმარტავს ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“, ამ ტერიტორიას „ზიანი მიაყენა იმან, რომ ათასწლეულების განმავლობაში ბუნებრივ რესურსებს არასწორად იყენებდნენ“. ის აგრეთვე წერდა: „ამ ოდესღაც აყვავებული ადგილის უდაბნოდ გადაქცევა ადამიანის ხელის შედეგია და არა — ბუნების“. ფაქტობრივად, მისი გამოკვლევებიდან ჩანს, რომ „ერთ დროს ეს ტერიტორია მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობისთვის სამოთხე იყო“. აშკარაა, რომ ამ „სამოთხეს“ ზიანი მიაყენა ადამიანმაa.

      17 უდავოა, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ამ დასკვნის ლოგიკურობა იქიდან გამომდინარე, რასაც ბიბლიაში კითხულობთ. გაიხსენეთ, რაში დაარწმუნა იეჰოვამ ხალხი მოსეს მეშვეობით: „ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხარ, მთიანი და ველებიანი ქვეყანაა და ცის წვიმის წყალს სვამს. ქვეყანა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს“ (მეორე რჯული 11:8—12).

      18. როგორ დაეხმარებოდა ესაიას 35:2 გადასახლებაში მყოფ ისრაელებს იმის წარმოდგენაში, თუ რისი მსგავსი იქნებოდა აღთქმული მიწა?

      18 ამწვანებული აღთქმული მიწა იმდენად ლამაზი და ნაყოფიერი იყო, რომ ზოგიერთი ადგილის მხოლოდ ხსენება სამოთხისებური პირობების ასოციაციას იწვევდა. ეს კარგად ჩანს ესაიას 35–ე თავში მოცემული წინასწარმეტყველებიდან, რომელიც პირველად მაშინ შესრულდა, როცა ისრაელები ბაბილონიდან დაბრუნდნენ. ესაია წინასწარმეტყველებდა: „აყვავდება და გაიფურჩქნება და იმხიარულებს ლხენითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება. ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის დიდებულებას“ (ესაია 35:2). ლიბანის, ქარმელისა და შარონის მოხსენიებას ისრაელების გონებაში სასიამოვნო, საუცხოო სურათები უნდა წარმოესახა.

      19, 20. ა) აღწერეთ ძველი შარონის ტერიტორია. ბ) რა გზით შეგვიძლია განვიმტკიცოთ სამოთხის იმედი?

      19 დავფიქრდეთ შარონზე, ზღვისპირა ველზე, რომელიც მოქცეული იყო სამარიის მთებსა და დიდ (ხმელთაშუა) ზღვას შორის (იხილეთ ფოტოსურათი მე–10 გვერდზე). ის განთქმული იყო სილამაზითა და ნაყოფიერებით. შარონი კარგად ირწყვებოდა და ამიტომაც შესანიშნავ საძოვრებად ითვლებოდა, ხოლო მისი ჩრდილოეთი ტერიტორია მუხის ტყით გამოირჩეოდა (1 ნეშტთა 27:29; ქებათა ქება 2:1; ესაია 65:10). ასე რომ, ესაიას 35:2 წინასწარმეტყველებდა განახლებაზე და საოცრად აყვავებულ ქვეყანაზე, რომელიც სამოთხეს დაემსგავსებოდა. ეს წინასწარმეტყველება ასევე იძლეოდა წარმოდგენას იმ სულიერი სამოთხის მშვენიერებაზე, რომელიც მოგვიანებით პავლემ ნახა ხილვაში. დასასრულ, სხვა წინასწარმეტყველებებთან ერთად ეს წინასწარმეტყველებაც გვიძლიერებს იმედს, რომ კაცობრიობას წინ მიწიერი სამოთხე ელის.

  • გჯერათ, რომ იქნება სამოთხე?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ოქტომბერი
    • a დენის ბალი „ბიბლიის გეოგრაფიაში“ ამბობს: „ბიბლიური დროის შემდეგ მცენარეულმა საფარმა არსებითი ცვლილება განიცადა“. მიზეზი? „საწვავ მასალად და მშენებლობისთვის ადამიანს სჭირდებოდა ხე–ტყე. ამიტომაც . . . მან დაიწყო ტყის გაჩეხვა და, ასეთი სახით, ამინდზე გავლენის მოხდენა. გარემო პირობებში ამ ჩარევის შედეგი კი ის იყო, რომ კლიმატმა . . . თანდათანობით უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მის [გარემოს] გაჩანაგებაში“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება