-
სამოთხე დედამიწაზე — რეალობაა თუ ფანტაზიის ნაყოფი?საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 4
-
-
სამოთხის ძიებაში
ზოგი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ დაკარგულ სამოთხეს მიაგნო. მაგალითად, ინგლისელი გენერალი ჩარლზ გორდონი 1881 წელს სეიშელის კუნძულებს ესტუმრა; ულამაზესი ნაკრძალის, ვალე-დე-მეს (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), სილამაზით მოხიბლულმა გორდონმა ჩათვალა, რომ ედემის ბაღი იპოვა. ასწლეულებით ადრე კი, მე-15 საუკუნეში, როდესაც იტალიელმა მეზღვაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძულ ესპანიოლაზე (დღევანდელი დომინიკელთა რესპუბლიკის და ჰაიტის ტერიტორია) დადგა ფეხი, გაიფიქრა, რომ სადღაც ახლოს ედემის ბაღიც იქნებოდა.
-