-
გლობალური პრობლემების გადაჭრასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 დეკემბერი
-
-
რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?
ღმერთი თავის განზრახვას განახორციელებს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ღვთის შემდეგ სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი პიროვნებაა. მოდის დრო, როცა მთელ დედამიწაზე მხოლოდ იესო იმეფებს. ადამიანები აღარ იმმართველებენ — აღარ იარსებებენ მეფეები, პრეზიდენტები თუ პოლიტიკოსები. იმმართველებს მხოლოდ ერთი ხელისუფლება — ღვთის სამეფო.
ეს სამეფო მოსპობს ყველა ადამიანურ მთავრობას. ბიბლიაში დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები იყო: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). მთელი დედამიწის ხალხებზე მხოლოდ ერთი — ღვთის სამართლიანი სამეფო იმმართველებს.
როდესაც იესო დედამიწაზე იყო, მან არაერთხელ ისაუბრა ამ სამეფოს შესახებ. სწორედ ეს სამეფო მოიხსენია მან თავისი მოწაფეებისთვის ნიმუშად მიცემულ ლოცვაში: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ამ ლოცვის თანახმად, დედამიწაზე ღვთის განზრახვას ეს სამეფო შეასრულებს, რადგან მხოლოდ მას შესწევს ძალა, ბოლო მოუღოს ტანჯვას.
ღვთის სამართლიანი მმართველობა ისეთ კურთხევებს მოიტანს, როგორიც არასდროს მოუტანია ადამიანურ მმართველობას. გაიხსენეთ, რომ ღმერთმა საკუთარი ძე შესწირა, რათა ადამიანებს მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები გასრულყოფილდებიან. იმ დროს იეჰოვა „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს“ (ესაია 25:8).
-
-
გლობალური პრობლემების გადაჭრასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 დეკემბერი
-
-
[ჩარჩო 7 გვერდზე]
იმედის მომცემი ბიბლიური მუხლები
ომები წარსულს ჩაჰბარდება:
„მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:8, 9).
საყვარელი ადამიანები მკვდრეთით აღდგებიან:
„იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).
საკვები უხვად იქნება:
„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
დაავადებები აღარ იარსებებს:
„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
ბოროტები განადგურდებიან:
„ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:22).
სამართლიანობა იზეიმებს:
„აი, სიმართლისთვის იმეფებს მეფე [იესო ქრისტე] და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები“ (ესაია 32:1).
-