საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • დანიელისა და თქვენი წილი სამოთხეში

      23, 24. ა) რა მხრივ იქნება განსხვავებული ახალი ქვეყნიერება, სადაც დანიელი აღდგება, მისთვის ცნობილი ქვეყნიერებისგან? ბ) ექნება თუ არა დანიელს ადგილი სამოთხეში და საიდან ვიცით ეს?

      23 დანიელი გაეცნობა ახალ გარემოს, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება მისი დროინდელი ქვეყნიერებისგან. გამქრალი იქნება ძველი ქვეყნიერების ომებისა და ჩაგვრის ყოველგვარი კვალი. აღარ იარსებებს მწუხარება, ავადმყოფობა და სიკვდილი (ესაია 25:8; 33:24). ყველას ექნება საზრდო, საცხოვრებელი და სასიამოვნო სამუშაო (ფსალმუნი 71:16; ესაია 65:21, 22). მთელი კაცობრიობა ერთ დიდ ბედნიერ ოჯახად გადაიქცევა.

      24 დანიელისთვის აუცილებლად იქნება ადგილი ახალ ქვეყნიერებაში. „აღდგები შენი წილის მისაღებად“, — უთხრა მას ანგელოზმა. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ „წილად“ არის ნათარგმნი, მიწის ნაკვეთის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდაc. დანიელისთვის ცნობილი იქნებოდა ეზეკიელის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება აღდგენილი ისრაელის მიწის დანაწილების შესახებ (ეზეკიელი 47:13—48:35). რას გვამცნობს ეზეკიელის წინასწარმეტყველება სამოთხესთან დაკავშირებით? ის გვაუწყებს, რომ მიწა სათანადოდ და სამართლიანად იქნება დანაწილებული და ღვთის ხალხიდან ყველას ექნება ადგილი. ცხადია, სამოთხეში დანიელის წილი მხოლოდ მიწის ნაკვეთს არ გულისხმობს. ამაში ისიც იგულისხმება, რომ ის იქ ღვთის განზრახვების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. დანიელი უსათუოდ მიიღებს აღთქმულ ჯილდოს.

      25. ა) რით გიზიდავთ სამოთხეში ცხოვრება? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების საცხოვრებელი სამოთხეა?

      25 რა შეიძლება ითქვას თქვენი წილის შესახებ? თქვენც გეხებათ იგივე აღთქმები. იეჰოვას სურს, რომ მორჩილი ადამიანები ‘აღდგნენ’ თავიანთი წილის მისაღებად და დასახლდნენ სამოთხეში. დაფიქრდით, რას ნიშნავს თვითონ დანიელთან და ბიბლიური დროის ყველა ღვთის ერთგულ მსახურთან შეხვედრა. აღდგება უამრავი ადამიანი, რომლებსაც დასჭირდებათ ღვთის სიტყვის შესწავლა, რომ შეიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა ღმერთი. წარმოიდგინეთ, რომ მონაწილეობთ დედამიწის მრავალფეროვან და მარადიულად მშვენიერ სამოთხედ გადაქცევაში. გარდა ამისა, დაფიქრდით, რას ნიშნავს იყოთ იეჰოვასგან დამოძღვრილი და იცხოვროთ ისე, როგორც მას ჰქონდა კაცობრიობისთვის განზრახული (ესაია 11:9; იოანე 6:45). დიახ, თქვენთვისაც არის ადგილი სამოთხეში. ზოგს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს სიტყვა „სამოთხე“, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავიდან იეჰოვამ ადამიანებს ასეთი ადგილი მისცა საცხოვრებლად (დაბადება 2:7—9). ამგვარად, სამოთხე დედამიწაზე მცხოვრები მილიარდების ბუნებრივი გარემოა. ის მათი საცხოვრებელია. სამოთხის დამკვიდრება სახლში დაბრუნების მსგავსი იქნება.

  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • c ეს ებრაული სიტყვა მონათესავეა სიტყვა „კენჭისა“, რადგანაც კენჭებს წილის საყრელად იყენებდნენ. ზოგჯერ ამგვარად ნაწილდებოდა მიწა (რიცხვნი 26:55, 56). ერთი ცნობარის თანახმად, ეს სიტყვა ამ შემთხვევაში „(ღვთის მიერ) ადამიანისთვის გამოყოფილ [წილს]“ აღნიშნავს (A Handbook on the Book of Daniel).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება