-
იეჰოვამ მასწავლა მისი ნების შესრულებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
ჩვენს კლასში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 120 სტუდენტი სწავლობდა. გამოშვების დღემდე არ ვიცოდით, ვის სად გაგვიშვებდნენ. როგორც კი ეს გავიგეთ, ყველამ მივაშურეთ „გალაადის“ ბიბლიოთეკას, რათა მეტი გაგვეგო იმ ქვეყნებზე, სადაც დაგვნიშნეს. გავიგე, რომ პარაგვაი, სადაც მაგზავნიდნენ, პოლიტიკური რევოლუციების ქვეყანა ყოფილა. ახალი ჩასული ვიყავი, როცა ერთ დილით სხვა მისიონერებს ვკითხე, თუ რას „ზეიმობდნენ“ გასულ ღამეს. მათ გაიღიმეს და მითხრეს: „ეს შენს ცხოვრებაში პირველი რევოლუციაა. გარეთ გაიხედე“. ყველა კუთხე-კუნჭულში ჯარისკაცები იყვნენ.
შემთხვევა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
ერთხელ ვახლდი სარაიონო ზედამხედველს, რომელიც ინახულებდა ერთ დაშორებულ კრებას და გეგმავდა, მათთვის ეჩვენებინა ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“. 8 თუ 9 საათი ვიმგზავრეთ ჯერ მატარებლით, მერე ცხენშებმული ეტლით, და ბოლოს ურმით. თან მიგვქონდა გენერატორი და პროექტორი. დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან მეორე დღეს მეზობელ ფერმებს ვესტუმრეთ და ყველა დავპატიჟეთ იმ საღამოს ფილმის საყურებლად. 15-მდე ადამიანი მოვიდა.
ფილმის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთი იყო გასული, როცა გვითხრეს, რომ სასწრაფოდ შევსულიყავით სახლში. პროექტორი ავიღეთ და სახლში შევედით. მალევე ატყდა სროლა და გავიგეთ ყვირილის ხმა. ისინი გაიძახოდნენ: „ჩვენი ღმერთი სისხლისმსმელი ღმერთია და მას თქვენი, გრინგოების, სისხლი სწყურია“. იქ მხოლოდ ორი „გრინგო“ იყო და ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავი. ფილმის საყურებლად მოსულებმა ბრბოს სახლში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მაგრამ მოწინააღმდეგეები ღამის 3 საათზე დაბრუნდნენ, ისროდნენ და გვემუქრებოდნენ, ქალაქის გზას რომ დაადგებით, ვერსად გაგვექცევითო.
ძმები შერიფს დაუკავშირდნენ. ნაშუადღევს ის მოვიდა ორი ცხენით, ქალაქში რომ წავეყვანეთ. ბუჩქის ან ხის კორომებს რომ მივადგებოდით, შერიფი იარაღს ამოიღებდა და წინ არემარეს დასაზვერად მიდიოდა. მივხვდი, რომ ცხენი იყო საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება. ასე რომ, მოგვიანებით ცხენი მეც შევიძინე.
ჩამოდიან მეტი მისიონერები
სამღვდელოების მხრიდან გამუდმებული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამქადაგებლო საქმიანობა წარმატებით მიიწევდა წინ. 1955 წელს 5 ახალი მისიონერი ჩამოვიდა; მათ შორის იყო კანადელი და ელსი სვანსონი, რომელსაც სკოლა „გალაადის“ 25-ე კლასი ჰქონდა დამთავრებული. სანამ სხვა ქალაქში დაინიშნებოდა, ერთად ვმსახურობდით ფილიალში. მას მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის ჰქონდა მიძღვნილი, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები, რომელთაც არასოდეს მიუღიათ ჭეშმარიტება, თითქმის არ უჭერდნენ მხარს. 1957 წლის 31 დეკემბერს მე და ელსი დავქორწინდით და პარაგვაის სამხრეთ ნაწილში მდებარე მისიონერების სახლში ვცხოვრობდით.
სახლში წყალგაყვანილობა არ იყო, ამიტომ წყალს სახლის უკანა ეზოში მდებარე ჭიდან ვიღებდით; არც საშხაპე გვქონდა და არც ტუალეტი. სარეცხ მანქანაზე და მაცივარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მალფუჭებადი საკვების ყიდვა ყოველდღე გვიწევდა. ყოველივეს მიუხედავად, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან უბრალოდ ვცხოვრობდით და კრებაში ჩვენს მოსიყვარულე და-ძმებთან გვქონდა ურთიერთობა.
-
-
იეჰოვამ მასწავლა მისი ნების შესრულებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
[სურათი 20 გვერდზე]
ჩვენი ქორწილის დღე, 1957 წლის 31 დეკემბერი
-