-
ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობაგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
-
-
ქრონიკული დაავადების ან შრომისუნარიანობის დაკარგვის შედეგად ადამიანის ცხოვრება შეიძლება თავდაყირა დადგეს. ულფი, რომელიც ერთ დროს ჯანმაგარი კაცი იყო და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მოულოდნელად დაინვალიდდა. ის იხსენებს: „ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ძალა და მხნეობა დავკარგე . . . თავს განადგურებულად ვგრძნობდი“.
-
-
ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობაგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 1
-
-
გამოიმუშავეთ ბრძოლისუნარიანობა. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ულფის მსგავსად, შეიძლება ჩვენც ვებრძვით ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას და მოთმინება გვიწევს. მაგრამ მოთმენაც არის და მოთმენაც. ზოგი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. იგავების 24:10-ში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“.
ზოგს მალევე უბრუნდება ცხოვრების ხალისი. ისინი ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას და პრობლემასთან გასამკლავებლად სხვადასხვა საშუალებას ეძებენ. ასე იყო ულფის შემთხვევაში. როგორც თავად თქვა, გამუდმებული ლოცვის და ბიბლიურ აზრებზე ფიქრის შედეგად, მან იმაზე გადაიტანა ყურადღება, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეეძლო. მეტიც, ბევრი ადამიანის მსგავსად, რომელთაც სერიოზულ სირთულეებთან უწევთ ბრძოლა, მანაც დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობის გამოვლენა. ამან კი აღძრა ულფი, ბიბლიიდან მანუგეშებელი ცნობა სხვებისთვის გაეზიარებინა.
კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც დიდი ტანჯვა გამოიარა, სტივია. 15 წლის ასაკში ის უბედური შემთხვევის შედეგად კისერს ქვემოთ პარალიზებული გახდა. თუმცა 3 წელიწადში მას მკლავებში ძალა დაუბრუნდა და უნივერსიტეტშიც კი ჩააბარა. იქ სწავლის დროს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მიეძალა და აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. სტივი სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყო, ვიდრე ბიბლიის შესწავლა არ დაიწყო, რამაც მის სიცოცხლეს აზრი შესძინა. ბიბლიის დახმარებით მან მავნე ჩვევებიც დასძლია. ის ამბობს: „მეტად აღარ ვგრძნობ იმ სიცარიელეს, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა. ახლა ჩემი ცხოვრება აზრით აღსავსეა, რის გამოც სიმშვიდეს, ბედნიერებას და კმაყოფილებას ვგრძნობ“.
-