-
პეპლები, მცენარეები და ჭიანჭველები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირიგამოიღვიძეთ! — 2001 | ივნისი 8
-
-
მშვენიერმა ცისფერმა პეპლებმა დასავლეთ ევროპაში, იციან, რომ ივლისში შთამომავლობის წარმოშობის დრო დგება. მაგრამ ამისათვის მარტო პარტნიორის შოვნა არ არის საკმარისი. მათ ჭაობის ყვავილოვანი ცისფერი ნაღველები და მშიერი წითელი ჭიანჭველებიც სჭირდებათ. რისთვის? რა როლს ასრულებენ ამ პეპლების ცხოვრების ციკლში მცენარეები და ჭიანჭველები?
ამ მომხიბლავ სამმხრივ კავშირზე დაკვირვება შეიძლება დვინგელდერველდის ეროვნულ პარკში, რომელიც ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ამ პარკში, თავიანთ სახლში, ეს ცისფერი პეპლები დიდი რაოდენობით იყრიან თავს. გაზაფხულზე და ზაფხულში დვინგელდერველდის ველები ჭრელ ხალიჩებს ემსგავსება, რომლებშიც ჩაქსოვილია უთვალავი ყვავილოვანი მცენარე, მათ შორის ჭაობის ცისფერი ნაღველები, ვარდისფერი მანანები და ყვითელი ნარგიზები. ცისფერ პეპლებს განსაკუთრებით იზიდავს ჭაობის მანანების სიკოხტავე და ჭაობის ცისფერი ნაღველას ფოჩიანი ყვავილები. ეს ორი სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ჭაობის ყვავილოვანი მანანა საყვარელი მცენარეა ნექტარის მოსაგროვებლად, და ნაღველა კი მიჩნეულია პოტენციურ შესანახ ადგილად.
-
-
პეპლები, მცენარეები და ჭიანჭველები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირიგამოიღვიძეთ! — 2001 | ივნისი 8
-
-
იმისათვის, რომ დვინგელდერველდის ეროვნულ პარკში ცისფერი პეპლებისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებელი პირობები შეიქმნას, პარკის მომვლელები ახლა ცდილობენ შეინარჩუნონ მანანებიანი ველი და მიმართავენ ფერმერების მიერ საუკუნეების წინათ გამოყენებულ მეთოდებს. როგორც წარსულში, ისე დღესაც მწყემსები ცხვრის ფარებსა და მსხვილფეხა საქონელს ველზე აბალახებენ, სადაც შედარებით უხეში ბალახი იზრდება. ცხვარი და საქონელი ძოვს და ასუფთავებს ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი მანანა, ჭაობის მანანა და სხვა მცენარეები შეიძლება გაიზარდოს (ახლა, პარკში დაახლოებით 580 სახეობის მცენარე იზრდება). ამის შედეგად, დვინგელდერველდის პარკში ცისფერი პეპლებიც განაგრძობენ არსებობისათვის ბრძოლას — მათი რიცხვი იზრდება. ფაქტობრივად, ეს უდიდესი და მეტად მნიშვნელოვანი ევროპის მანანებიანი ველი პეპლების საყვარელი სახლია, სადაც ნიდერლანდებში მობინადრე პეპლების 60%-ის ნახვა შეიძლება.
-