საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 დეკემბერი
    • 9. გამოსვლის 12:6-ის თანახმად, როდის უნდა დაეკლათ საპასექო ცხვარი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „დღის რომელ მონაკვეთში?“)

      9 „ხუთწიგნეულისა“ და „ჰაფტორის“ თანახმად, გამოსვლის 12:6-ში წერია, რომ ცხვარი უნდა დაკლულიყო „ორ საღამოს შორის“. ამავე გამოთქმას ვხვდებით ბიბლიის სხვა თარგმანებშიც. ზოგიერთი თარგმანი, მათ შორის, იუდაური „ტანაკი“, ამ ადგილას მოიხსენიებს სიტყვას, „შებინდებისას“, ზოგი კი — „მწუხრის ჟამს“, „საღამოს შებინდების ჟამს“ ან „მზის ჩასვლის შემდეგ“. ასე რომ, ცხვარი უნდა დაკლულიყო მზის ჩასვლის შემდეგ, სანამ ჯერ ისევ დღე იყო ანუ 14 ნისანის დასაწყისში.

      10. ზოგიერთის აზრით, როდის უნდა დაკლულიყო ცხვარი და რა კითხვა წამოიჭრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

      10 წლების შემდეგ იუდეველებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ ვინაიდან ტაძარში მიყვანილი ცხვრების დაკვლას რამდენიმე საათი სჭირდებოდა, გამოსვლის 12:6-ში მოხსენიებული პროცესი უნდა განხორციელებულიყო 14 ნისანის ბოლოს; ანუ პროცესი (ცხვრის დაკვლა) უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც შუადღის მზე დაიწყებდა გადასვლას და უნდა დასრულებულიყო მზის ჩასვლამდე. მაგრამ თუ ეს ასე იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, როდისღა უნდა ეჭამათ პასექი? უძველესი იუდაიზმის სპეციალისტი პროფესორი ჯონათან კლავანსი აღნიშნავს: «ახალი დღე იწყებოდა მზის ჩასვლით, ასე რომ მსხვერპლი იწირებოდა 14 ნისანს, მაგრამ პასექის აღნიშვნა და საპასექო ვახშმის ჭამა ხდებოდა 15 ნისანს; თუმცა წიგნ „გამოსვლაში“ მოვლენათა თანმიმდევრობა არ არის კონკრეტულად აღწერილი».კლავანსი აგრეთვე წერს: „რაბინთა ლიტერატურა . . . საერთოდ არ მოიხსენიებს იმას, თუ ტაძრის განადგურებამდე [ახ. წ. 70 წლამდე] როგორ აღინიშნებოდა სედერი [საპასექო ვახშამი]“ (კურსივი ჩვენია).

  • „სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 დეკემბერი
    • „დღის რომელ მონაკვეთში?“

      იუდეველმა კომენტატორმა მარკუს კალიშმა (1828—1885) დაწერა: «ამავე აზრს უფრო გარკვევით აყალიბებს ებნ ეზრა [ესპანელი რაბინი, 1092—1167]: „ჩვენ ვსაუბრობთ ორ საღამოზე: პირველი, რომელიც იწყება მზის ჩასვლის შემდეგ . . . და მეორე, როცა სრულად ბნელდება. მათ შორის ინტერვალი დაახლოებით საათი და ოცი წუთია“. ეს ახსნა-განმარტება ყველაზე გონივრულია. ამ აზრს აგრეთვე იზიარებენ კარაიმები, სამარიელები და სხვანიც». მოსაზრება, რომ ცხვარი იკვლებოდა 14 ნისანის დასაწყისში, ეთანხმება წიგნ „მეორე კანონის“ 16:6-ში ჩაწერილ ისრაელებისთვის მიცემულ შემდეგ მითითებას: „შესწირე პასექი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, იმ დროს, როცა ეგვიპტიდან გამოხვედი“ (გამ. 30:8; რიცხ. 9:3—5, 11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება