-
„ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“!საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
-
-
3. რომელი შესანიშნავი ძღვენი უბოძა იეჰოვამ თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაჭირვებით აღსავსე ქვეყნიერებაში ცხოვრობენ?
3 მაგრამ შესანიშნავია ის, რომ იეჰოვა მაშინაც კი აძლევს მშვიდობას თავის ხალხს, როცა ისინი ომებით გაპარტახებულ სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრობენ (იოანე 17:16). ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში მან შეასრულა იერემიას მეშვეობით მიცემული აღთქმა და მისცა თავის განსაკუთრებულ ერს ‘მშვიდობა და ჭეშმარიტება’, როცა დააბრუნა ისინი თავიანთ სამშობლოში (იერემია 33:6, აქ). და ამ უკანასკნელ დღეებში მან მისცა თავის ხალხს ‘მშვიდობა და ჭეშმარიტება’ თავიანთ „ქვეყანაში“, ანუ დედამიწაზე სულიერ მამულში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ყველაზე უარესი გაჭირვების დროს, რომელიც კი ოდესმე უნახავს ქვეყნიერებას (ესაია 66:8; მათე 24:7–13; გამოცხადება 6:1–8).
-
-
„ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“!საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
-
-
2 ეს ხდება იმიტომ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა უნდა მყარდებოდეს სიძულვილისა და გაუმაძღრობისგან თავისუფალი პირობებისგან; ის ჭეშმარიტებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შეუძლებელია, რომ მშვიდობას საფუძვლად ედოს ტყუილი. ზუსტად ამიტომ, როცა ძველი დროის ისრაელს დაბრუნებასა და მშვიდობას ჰპირდებოდა, იეჰოვამ თქვა: „აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით“ (ესაია 66:12).
-